გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტი
კომპანია "მეტალტექნიკა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე.
პიროვნული და პროფესიული უნარები
- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მიზანსწრაფულობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა.
დამატებითი მოთხოვნები
- გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- ტექნიკური აზროვნება და მარტივი გამოთვლების დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
- Microsoft Excel-ისა და Microsoft Word-ის ცოდნა;
- ელექტრონული ფოსტით სარგებლობის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ საშუალო დონეზე);
- განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით).
ძირითადი სამუშაო მოვალეობები
(კომპანია უზრუნველყოფს სამუშაო სპეციფიკის ადგილზე შესწავლასა და შესაბამისი ცოდნის მიღებას.)
- კლიენტებისთვის კომერციული შეთავაზებების მომზადება;
- ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების შედგენაში მონაწილეობა და მათი ხელმოწერის პროცესის უზრუნველყოფა;
- სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებზე დროული რეაგირება;
- შეკვეთების შესრულების პროცესის მონიტორინგი;
- საჭიროების შემთხვევაში, კლიენტთან საქონლის მიღება-ჩაბარების პროცესზე დასწრება;
- მისთვის დელეგირებული დავალებების შესრულების შესახებ ხელმძღვანელისთვის ანგარიშის წარდგენა;
- ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სამუშაო გეგმის დადგენილ ვადებში შესრულება;
- დაკისრებული ფუნქციების კეთილსინდისიერად, დროულად და პროფესიულ დონეზე შესრულება;
- ხელმძღვანელის მითითებებისა და დავალებების შესრულება;
- კომპანიის წესდების, შინაგანაწესისა და მოქმედი შიდა რეგულაციების დაცვა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00 საათი. სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, ჩანტლაძის ქუჩა 28ბ
დამატებითი ინფორმაცია
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: http://www.metaltecnica.ge/
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, CV ან რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ნოემბერი.