საერთაშორისო ლოგისტიკის მენეჯერი
"გრეინვეი ლოჯისტიკი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
საზღვაო | საჰაერო | სარკინიგზო გადაზიდვები
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი;
- დასაქმება: სრული განაკვეთი.
ვაკანსია: სასწრაფო
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი საერთაშორისო ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ მაღალკვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც აქვს საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზებისა და მართვის პრაქტიკული გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები
- საერთაშორისო საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვების დაგეგმვა, ორგანიზება და სრული კოორდინაცია;
- საერთაშორისო გადამზიდავებთან, საზღვაო ხაზებთან, ავიაკომპანიებთან, სარკინიგზო ოპერატორებთან და უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია;
- გადაზიდვების ოპტიმალური მარშრუტებისა და ტარიფების მოძიება, შეთავაზებების მომზადება;
- საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტაციის მომზადება, შემოწმება და კონტროლი;
- ტვირთების გადაადგილების მონიტორინგი დატვირთვიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე;
- საბაჟო ბროკერებთან, ტერმინალებთან და აგენტებთან კოორდინაცია;
- ოპერაციული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ეფექტიანი გადაწყვეტა;
- კლიენტებთან პროფესიონალური კომუნიკაცია და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო ლოგისტიკაში;
- საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვების პროცესების საფუძვლიანი ცოდნა;
- ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა - სავალდებულოა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
- საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტების პრაქტიკული ცოდნა: Bill of Lading (B/L), Air Waybill (AWB), CIM/SMGS, CMR, Commercial Invoice, Packing List, Certificate of Origin და სხვა;
- Incoterms-ისა და საერთაშორისო გადაზიდვების ძირითადი წესების ცოდნა;
- უცხოელ პარტნიორებთან დამოუკიდებლად მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და რამდენიმე გადაზიდვის პარალელურად მართვის უნარი.
დამატებითი უპირატესობა
- საერთაშორისო ექსპედიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- საერთაშორისო პარტნიორებისა და აგენტების ქსელთან მუშაობის გამოცდილება;
- რუსული ენის ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიაში;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- საერთაშორისო პროექტებზე მუშაობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
განაცხადის გაგზავნა:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე.
სათაური: International Logistics Manager
შერჩევა იწყება დაუყოვნებლივ.