ტექნიკური მომსახურების მენეჯერი
სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".
სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი) ანაზღაურება: 3500 ლარი NET
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- შენობები და ინფრასტრუქტურა: შენობების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, დაზიანებებზე რეაგირება, რემონტისა და რესურსების დაგეგმვა;
- საინჟინრო კომუნიკაციები: გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის სისტემების, ელექტრო, წყალმომარაგების და სხვა სისტემების გამართულობის კონტროლი, მარტივი ხარვეზების აღმოფხვრა (კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტების ჩართვა, კომუნალური მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
- საწარმოო დანადგარები: სამაცივრე სისტემებისა და დანადგარების მდგომარეობისა და გეგმიური მომსახურების კონტროლი, მარტივი ხარვეზების აღმოფხვრა, რთულ შემთხვევებში მომსახურე კომპანიის ჩართვა;
- სარემონტო სამუშაოები: გეგმური და გადაუდებელი სამუშაოების ორგანიზება, კონტრაქტორების მოძიება, პირობების, ვადებისა და ღირებულების შეთანხმება ხელმძღვანელთან;
- ტექნიკური უსაფრთხოება: ობიექტების რეგულარული შემოწმება, ხარვეზების აღმოფხვრის მონიტორინგი, სავალდებულო შემოწმების ვადების კონტროლი;
- ინვენტარი და დოკუმენტაცია: აღჭურვილობისა და ინვენტარის აღრიცხვა, მომსახურების ისტორიის წარმოება, სათადარიგო ნაწილების საჭიროების განსაზღვრა (არსებობის შემთხვევაში), მატერიალური ფასეულობების კონტროლი, ანგარიშგება;
- ბიუჯეტი და ხარჯები: ტექნიკური ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა, ხარჯების კონტროლი, შესყიდვის მოთხოვნების მომზადება, კომუნალური გადასახადების ადმინისტრირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ, საინჟინრო ან შესაბამის სფეროში;
- არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება ტექნიკური მომსახურების, ინფრასტრუქტურის მართვის ან ტექნიკური ზედამხედველობის პოზიციაზე;
- შენობების, საინჟინრო კომუნიკაციებისა და ტექნიკური აღჭურვილობის მოვლა-პატრონობის პრაქტიკული გამოცდილება;
- გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ელექტრო, წყალმომარაგების და სხვა საინჟინრო სისტემების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- ხარვეზების იდენტიფიცირების, რემონტის დაგეგმვისა და კონტრაქტორების სამუშაოს კონტროლის უნარი;
- ტექნიკური დოკუმენტაციისა და აღრიცხვის წარმოების უნარი;
- უპირატესობა: სამაცივრე სისტემებისა და საწარმოო დანადგარების მუშაობის პრინციპების ცოდნა.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რეზიუმეს) შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.
გისურვებთ წარმატებას!