ოჯახის დამხმარე/დიასახლისი
ვაკანსია: ოჯახის დამხმარე/დიასახლისი
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი - გამოცდილებისა და სამუშაო პირობებზე შეთანხმების შესაბამისად. სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით; ძირითადი სამუშაო საათები — 10:00-18:00 ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე
გამოცდილება და აუცილებელი უნარები:
- გამოცდილება ოჯახის დამხმარედ.
- საჭმლის მომზადება: ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა. საკვების მომზადების ტექნიკის ცოდნა. პროდუქტების დახარისხებისა და სწორად გამოყენების უნარი. რეცეპტის არცოდნის შემთხვევაში ინტერნეტით მოძიების უნარი.
- დალაგება: ხარისხიანად და აკურატულად დალაგების უნარი. სისუფთავის შენარჩუნების უნარი.
- დროის მართვა: აუცილებელია დისციპლინირებული მიდგომა. დროის სწორად განაწილების უნარი, რომ ყველა დავალება ეფექტურად და დროულად შესრულდეს.
- სარეცხის მართვა: სარეცხის სწორად გარეცხვა და მოვლა, ქსოვილების სპეციფიკაციების ცოდნა.
- ტექნიკური კომპეტენტურობა: საოჯახო ტექნიკის გამოყენების ცოდნა ან სურვილი სწრაფად შესწავლის. კანდიდატს უნდა შეეძლოს ტექნიკის ინსტრუქციების მოძიება და სწორი გამოყენება.
- სხვა სახლის მოვლასთან დაკავშირებული საკითხების ეფექტურად გადაჭრის უნარი, როგორებიცაა: ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში ხელოსნის გამოძახება, გამოყენებადი ნივთების მარაგების კონტროლი და სხვა.
პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლიანობა, ენერგიულობა, სანდოობა, ყურადღება დეტალების მიმართ, კომუნიკაციის კარგი უნარები და პოზიტიური განწყობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე ან შეავსეთ ვაკანსიის ფორმა: https://forms.gle/mS41tw1479EajjkA8
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.