სტაჟიორი - ბუღალტრის დამხმარე
შპს "ქართული რძის პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენი კომპანია უკვე 20 წელზე მეტია რაც აწარმოებს რძის პროდუქტებს და ახდენს მათ რეალიზებას საქართველოში.
შპს "ქართული რძის პროდუქტები"-ს ქარხანა მდებარეობს მარნეულის ქ. №43, ქვემო ფონიჭალა, ქ. თბილისი.
პოზიცია: სტაჟიორი - ბუღალტრის დამხმარე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- სასურველია პროფესიული კურსები ბუღალტერიის მიმართულებით;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოტივირებულობა;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა, შესრულებული სამუშაოს ზუსტი და სწრაფი შესრულება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და სამუშაო დროის სწორად გადანაწილება.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ზედნადები/ ანგარიშ-ფაქტურა/ ინვოისი/მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება და დაარქივება;
- ბუღალტრული გატარებების (რეალიზაცია/ ხარჯები/ სალარო/ ბანკი და ა.შ ოპერაციების) შესრულება;
- უშუალო ხელმძღვანელისაგან მის კომპეტენციასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქმიანობის შესრულება.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
- ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევის ჩათვლით.
- დასვენების დღეები: შაბათი, კვირა.
- შესვენება 1 საათი.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება!
გახდით სიკეთით სავსე გუნდის წევრი!
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.