8161 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HXQGFV0N გამოქვეყნდა 1 სექ 3 ნახვა

მერჩენდაიზერი

დაფნა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.

საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ვაკანსიის დასახელება: მერჩენდაიზერი

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 01.10.2026

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიასა და სავაჭრო ობიექტს შორის პროდუქციის წინასწარ შეთანხმებული განთავსების პირობების და პლანოგრამის მიხედვით განლაგება და იერსახის შენარჩუნება;

** კომპანიის პროდუქციისა და თაროს სისუფთავეზე ზრუნვა;

** ვარგისიანობისა და სასაქონლო სახის შენარჩუნებაზე ზრუნვა;

** სავაჭრო დარბაზში განლაგებული კომპანიის პროდუქციის ვადებზე კონტროლი;

** ვადაგასული ან/და დაზიანებული პროდუქციის დროული გამოვლენა, თაროდან მოხსნა, სავაჭრო ობიექტის საწყობში/სპეციალურ სათავსოში გატანა და აღნიშნული საკითხის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება რეაგირების მიზნით;

** რიგგარეშე შეკვეთის საჭიროების შემთხვევაში პრისეილიერისთვის ინფორმაციის მიწოდება შეკვეთის დეტალების შესახებ (პროდუქციის რაოდენობა, ასორტიმენტი, ნაშთები);

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მუშაობის გამოცდილება მომსახურების, ან გაყიდვების სფეროში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე:. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დაფნა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა