9906 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

HZ0913P1 გამოქვეყნდა 15 ოქტ 49 ნახვა

სახლის დალაგებისა და დასუფთავების სპეციალისტი

კერძო ოჯახი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შესვლა და განაცხადი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა: 16 ნოე

კერძო ოჯახი თბილისში ეძებს გამოცდილ, პასუხისმგებლიან და სანდო თანამშრომელს, რომელიც იზრუნებს სახლის ყოველდღიურ სისუფთავეზე, წესრიგსა და კომფორტულ გარემოზე.

ვეძებთ მოწესრიგებულ, შრომისმოყვარე და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც აქვს დასუფთავების გამოცდილება და შეუძლია სამუშაოს დამოუკიდებლად, ხარისხიანად და ორგანიზებულად შესრულება.

ძირითადი მოვალეობები:

  • სახლის ყოველდღიური დალაგება და სისუფთავის შენარჩუნება;
  • საძინებლების, მისაღები ოთახების, სამზარეულოსა და სველი წერტილების დასუფთავება;
  • იატაკის, ავეჯის, სარკეებისა და სხვადასხვა ზედაპირის სათანადო მოვლა;
  • მტვრის მოცილება და მტვერსასრუტით დასუფთავება;
  • პერიოდული საფუძვლიანი დასუფთავება;
  • საწოლების მოწესრიგება და თეთრეულის გამოცვლა;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და დასუფთავების საშუალებების სწორად გამოყენება;
  • სახლის საერთო წესრიგისა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტების შენარჩუნება.

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია კერძო ოჯახში;
  • სხვადასხვა ზედაპირისა და მასალის მოვლის სპეციფიკის ცოდნა;
  • სისუფთავის მაღალი სტანდარტები და დეტალებისადმი ყურადღება;
  • პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და კეთილსინდისიერება;
  • ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ოჯახის პირადი სივრცისა და კონფიდენციალურობის პატივისცემა;
  • სასურველია წინა დამსაქმებლის რეკომენდაცია.

სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი-პარასკევი: 13:00-22:00
  • შაბათი: 15:00-20:00
  • კვირა: დასვენება

ანაზღაურება:

  • პირველი 3 თვე (გამოსაცდელი პერიოდი) — 1 500 ლარი თვეში
  • გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ — 2 000 ლარი თვეში

დასაქმება: გრძელვადიანი

გთავაზობთ სტაბილურ სამუშაოს კეთილგანწყობილ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მოკლე ინფორმაცია საკუთარი თავის, სამუშაო გამოცდილებისა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, რეკომენდაციების შესახებ მითითებულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სახლის დალაგებისა და დასუფთავების სპეციალისტი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა