9223 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

HZ0RXTAR გამოქვეყნდა 26 ოქტ 21 ნახვა

მოლარე

სასტუმრო კრისტალი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 27 ნოე

Hotels Management Group (HMG) — Crystal Hotel & Spa Bakuriani აცხადებს ვაკანსიას მოლარეს პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბაკურიანი

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის შესაბამისი მომსახურების ობიექტის სალაროში ბილეთებისა და მომსახურების გაყიდვა;
  • მომხმარებლებისგან მომსახურების საფასურის მიღება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით;
  • სალარო პროგრამაში გაყიდვების ოპერაციების სწორად და დროულად ასახვა;
  • მომხმარებლებისთვის ფასებისა და მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლების თავაზიანი და ეფექტური მომსახურება;
  • სალაროსთან დაკავშირებული დადგენილი პროცედურებისა და წესების დაცვა;
  • სამუშაო პროცესში წარმოქმნილი საკითხების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
  • საბაზისო მათემატიკური უნარები — თანხის სწორად დათვლისა და ანგარიშსწორების შესასრულებლად;
  • კომუნიკაბელურობა და მომხმარებლებთან თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სასურველი კვალიფიკაცია:

  • მოლარედ ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • დამატებითი უცხო ენების ცოდნა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ბაკურიანი;
  • კომპანია უზრუნველყოფს კვებას, საცხოვრებელსა და ტრანსპორტირებას სასტუმროსა და საცხოვრებელს შორის ორივე მიმართულებით;
  • სამუშაო გრაფიკისა და ანაზღაურების პირობები დაზუსტდება შერჩევის ეტაპზე.

განაცხადის გამოგზავნა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე და ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "მოლარე".

გმადლობთ ჩვენი სასტუმროთი დაინტერესებისთვის!

Hotels Management Group (HMG) — Crystal Hotel & Spa Bakuriani პერსონალურ მონაცემთა დამუშავება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის შეფასებისა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობის წარმართვის მიზნით.

რეზიუმე შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით. თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილულ იქნეს კომპანიის სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისა და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა