9,623 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

J0981H9N გამოქვეყნდა 14 სექ 3 ნახვა

პრაიმ ბეტონი

პრაიმ ბეტონი

ხარისხის კონტროლის ინსპექტორი

პრაიმ ბეტონი გარე განცხადება
ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 15 ოქტ

სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის ინსპექტორის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს.

კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
  • კონკურენტულ სამუშაო პირობებს

ვაკანსიის დასახელება: ხარისხის კონტროლის ინსპექტორი სამუშაო ადგილი: ფოთი (ფოთის პორტის მშენებლობა) სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • სამშენებლო სექტორში და მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ბეტონთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.

მოვალეობები:

  • ხარისხის კონტროლის მენეჯერის მითითებების შესაბამისად სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირების განხორციელება;
  • ბეტონის, არმირების, ყალიბების, ხიმინჯების, მიწის სამუშაოებისა და სხვა სამშენებლო პროცესების ყოველდღიური ინსპექტირება;
  • საველე და ლაბორატორიული ტესტირების პროცესების მონიტორინგი და შედეგების დაფიქსირება;
  • აღმოჩენილი შეუსაბამობების დროული იდენტიფიცირება, ხარისხის კონტროლის მენეჯერის ინფორმირება და მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი;
  • სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფა პროექტის სპეციფიკაციის/მეთოდოლოგიის შესაბამისად;
  • ნახაზების შესაბამისად სამუშაოების შემოწმება;
  • სატესტო ლაბორატორიასთან კონტაქტი და კოორდინაცია;
  • დღის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაციის მომზადება საველე პირობებში და მიღებული შედეგების ასახვა ელექტრონულად;
  • რეპორტინგის მომზადება/წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან და პროექტის გუნდთან;
  • დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება;
  • პროექტის სპეციფიკაციასთან შეუსაბამობის დადგენა და ნებისმიერი კრიტიკული საკითხის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  • ორგანიზებული, ენერგიული, მოტივირებული, დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი.

თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩათვლით ელ.მისამართზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
პრაიმ ბეტონი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა