ბუღალტერი
ჰოლდინგური ტიპის კომპანიას ესაჭიროება ბუღალტერი.
სამუშაო საათები: 11 სთ-19 სთ. შესვენება 1 საათი სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთი. ანაზღაურება: 4000 ლარიდან, შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები: - პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება; - კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია; - შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა; - გაყიდვების/შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარებების აქტების, შესყიდვების აქტების და ა. შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება; - დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება; - პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება; - სალაროს ნაშთის კონტროლი; - საზოგადოების ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი; - სხვადასხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის ბუღალტრის/აუდიტორის საქმიანობიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება, ეკონომიკის ან/და ბუღალტრული აღრიცხვის განხრით; - უპირატესობად ჩაითვლება საგადასახადო ორგანოში/ უდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; - 3 წლამდე სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში; - საბუღალტრო პროგრამა fina-ს ცოდნა; - საგადასახადო სტრუქტურებთან ურთიერთობის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები: - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - დეტალებზე ორიენტირებული; - დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; - ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი; - ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: tbilisiconstruct777@gmail.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.