გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

J26JQ2DQ გამოქვეყნდა 12 ნოე 9 ნახვა

მანქანა-დანადგარის ოპერატორის თანაშემწე

₾1100 / თვეში შესვლა და განაცხადი

−20% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,378 ₾ · 72 განცხადება

გამოქვეყნდა 12 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 13 დეკ

"შპს სეზანი" საქართველოს პოლიგრაფიულ ბაზარზე წარმატებით ფუნქციონირებს 1998 წლიდან. სეზანი ოფსეტურ სტამბაა, რომელიც ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნასა შეთავაზებაზე.

"სეზანი" აცხადებს ვაკანსიას მანქანა -დანადგარის ოპერატორის თანაშემწის პოზიციაზე.

მისამართი: ქ.თბილისი, არჩილ მეფის ქ. სამუშაო გრაფიკი ორშაბათი - პარასკევი, 9:00-დან 18:00 საათამდე.

მოვალეობები

  • მანქანა-დანადგართან ოპერირება, მთავარი ოპერატორის დახმარება.
  • დანადგართან მუშაობის წესები.
  • პოლიგრაფიული მასალის წიგნების, წიგნის ყდების, ბლოკნოტებისა და ჟურნალების დამზადებაში მთავარი ოპერატორის დახმარება.
  • სამუშაოს დაკვირვებით შესრულების უნარი.
  • ოპერატორის თანაშემწე ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გამოიყენოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
  • დაიცვას კომპანიის შინაგანაწესითა და სტანდარტებით განსაზღვრული ნორმები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • საშუალო ან პროფესიულ-ტექნიკური განათლება.
  • უპირატესობად ჩაითვლება მსგავს ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება, თუმცა კომპანია არ ზღუდავს კანდიდატებს, საქმის ადგილზე შესწავლის სურვილის შემთხვევაში.
  • ტექნიკური აზროვნება, ერთფეროვნების ატანის უნარი;
  • კორპორატიული ეთიკისა და დისციპლინის ზოგადი მოთხოვნების ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები
  • სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
  • სამუშაო გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • დისციპლინირებულობა;
  • არაკონფლიქტურობა.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

სამუშაო გრაფიკი:

კვირაში 40 საათი; ხელფასი გამოსაცდელ ვადაში NET 1100 ლარიდან.

გასაუბრების ეტაპები

  • CV - ის გადარჩევა;
  • სატელეფონო გასაუბრება.
  • ინტერვიუ-გასაუბრება.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, რომლებიც გაიცლიან შერჩევის პირველ ეტაპს.

კომპანია "სეზანი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება მხოლოდ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვისათვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 35 70 05.

შერჩევის პროცესი გაგრძელდება 2026 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ოპერატორის თანაშემწე.

შპს "სეზანი" გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა