მთავარი ბუღალტერი
კომპანია "ებიტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე პარტნიორი კომპანიისთვის
ანაზღაურება: 4000 ლარი (ნეტ)
სამუშაო ადგილი: თბილისი
ინდუსტრია: ვაჭრობა
სამუშაო ფორმატი: საოფისე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ფუნქციები:
** ბუღალტრული აღრიცხვის სრული წარმოება მოქმედი კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის:
- სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა და კონტროლი
- ხარჯების აღრიცხვა
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
- საგადასახადო აღრიცხვა
** ფულადი და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და ანალიზი
** ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა
** აუდიტორებთან თანამშრომლობა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და პროცესის მხარდაჭერა
** შიდა კონტროლის მექანიზმებისა და ფინანსური პროცესების გაუმჯობესება
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ცოდნა, განათლება
** უმაღლესი განათლება საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
** IFRS for SMEs ან IFRS ცოდნა
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით პროგრამა Excel ზედმიწევნით ცოდნა
გამოცდილება
** 4-5-წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში
** სასურველია სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია პროგრამა Apex-თან მუშაობის გამოცდილება
განცხადებები გამოაგზავნეთ მეილზე:
განცხადებების მიღების საბოლოო ვადაა: 2026 წლის 15 სექტემბერი
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. აპლიკაციის შევსებით თქვენ თანხმობას აცხადებთ პერსონალური მონაცემების 1 წლის ვადით შენახვაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.