9769 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

J3WXH2AQ გამოქვეყნდა 7 ოქტ 28 ნახვა

კონსულტანტი

კულინარია 7 გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 8 ნოე

კაფეტერია კულინარია #7- აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ კონსულტანტს, რომელიც შეუერთდება ჩვენს საოჯახო კაფეტერიის გუნდს. თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, შეგიძლია მეგობრულად და ყურადღებით მოემსახურო სტუმრებს და ხარ პასუხისმგებლიანი - ეს სამსახური შენთვისაა!

სამუშაო სრულად მორგებულია სტუდენტებზე და მათ გრაფიკზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების კონსულტაცია მენიუში წარმოდგენილი კერძების შესახებ.
  • მომხმარებლებისთვის რეკომენდაციების მიცემა მათი გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით.
  • შეკვეთების სწორად მიღება და დამუშავება
  • სუფთა, კომფორტული და მეგობრული გარემოს უზრუნველყოფა
  • მომხმარებელთა კმაყოფილების მუდმივი კონტროლი და პრობლემების სწრაფად მოგვარება
  • გუნდის სხვა წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • მსგავს პოზიციაზე გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი

სამუშაო საათები: ცვლიანობის განრიგი. მორგებულია სტუდენტების გრაფიკზეც. ანაზღაურება: დამოკიდებულია ცვლიანობის განრიგზე (800-1200) ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ან საკონტაქტო ელ.მისამართზე აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.

შეტყობინება: კომპანია პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც კომპანიისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა