10 546 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

J3XGPVQ9 გამოქვეყნდა 3 ოქტ 6 ნახვა

შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სპეციალისტი

Car Point გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
₾2000 / თვეში ბოლო ვადა: 4 ნოე

კომპანია "CarPoint" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

"CarPoint" არის საავტომობილო მიმართულებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ავტონაწილებთან და ავტომობილის მომსახურებასთან დაკავშირებულ პროდუქტებსა და სერვისებს.

ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის შესყიდვების, შეკვეთებისა და მიწოდების პროცესების მართვაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომწოდებელ კომპანიებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
  • მომწოდებლებთან შეკვეთების მომზადება, განთავსება და შესრულების კონტროლი;
  • პროდუქციისა და მარაგების დეფიციტური პოზიციების გამოვლენა და შესაბამისი შეკვეთების დაგეგმვა;
  • მიმდინარე შეკვეთების სტატუსისა და მიწოდების ვადების მონიტორინგი;
  • მიღებული შეკვეთებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი;
  • პარტნიორი კომპანიებისთვის პროდუქციის მიწოდების პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ტრანსპორტირების ორგანიზება;
  • სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ კომპანიებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
  • შეკვეთებთან, მიწოდებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა;
  • შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია პროდუქციის დროული მიღებისა და მიწოდების უზრუნველსაყოფად.

კანდიდატისგან ველით:

  • პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას და ორგანიზებულობას;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარს;
  • დეტალებზე ორიენტირებულობას;
  • რამდენიმე მიმდინარე შეკვეთისა და პროცესის ერთდროულად მართვის უნარს;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარს;
  • ინგლისური ენის ცოდნას საკომუნიკაციო დონეზე;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • შესყიდვების, მომარაგების ან ლოჯისტიკის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

  • პოზიცია: შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სპეციალისტი;
  • ანაზღაურება: 2 000 ლარი;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ქემოკლიძის ქ. 24;
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი.

თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული პოზიციით, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მითითებულ საკონტაქტო არხზე.

ვებგვერდი: carpoint.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: "შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სპეციალისტი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Car Point
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა