9894 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

J4N5HD34 გამოქვეყნდა 22 ოქტ 10 ნახვა

ექსპორტ მენეჯერი

წინანდლის ძველი მარანი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 22 ნოე

შპს "წინანდლის ძველი მარანი" ღვინის მწარმოებელი კომპანიას - ესაჭიროება ექსპორტ მენეჯერი.

ძირითადი მოვალეობები:

  • საერთაშორისო ბაზრებზე ახალი კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება და მათთან ურთიერთობის დამყარება;
  • არსებულ საექსპორტო კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება;
  • მოლაპარაკებების წარმართვა, კომერციული წინადადებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმებაში მონაწილეობა;
  • უცხოელ პარტნიორებთან და კლიენტებთან საქმიანი მიმოწერის წარმოება, შემოსული და გამავალი კორესპონდენციის სისტემატიზაცია;
  • გაყიდვების გეგმის შედგენა და შესრულება;
  • ბაზრის კვლევა და ანალიზი, კონკურენტული გარემოსა და ახალი შესაძლებლობების გამოვლენა;
  • საერთაშორისო გამოფენებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
  • ხელმძღვანელობისთვის რეგულარული ანგარიშგება.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით);
  • ექსპორტის ან საერთაშორისო გაყიდვების სფეროში მუშაობის დადასტურებული გამოცდილება (სასურველია სასმელების ან FMCG სექტორში);
  • საერთაშორისო კლიენტებსა და დისტრიბუტორებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის თავისუფალი ცოდნა (წერითი და ზეპირი); რუსული ენის ცოდნა უპირატესობაა, სხვა უცხო ენის ცოდნა დამატებითი უპირატესობა;
  • საქმიანი კორესპონდენციის წარმოების უნარი და გამოცდილება;
  • საექსპორტო პროცედურების, დოკუმენტაციისა და საერთაშორისო ვაჭრობის პირობების ცოდნა;
  • მზაობა მივლინებებისთვის.

პიროვნული თვისებები:

  • შედეგზე ორიენტირებულობა გაყიდვებში;
  • მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (სათავო ოფისი) / სოფ. წინანდალი (საწარმო).სამუშაო ადგილად დასაშვებია როგორც თბილისის ოფისი, ასევე წინანდლის საწარმო (ფუნქციური საჭიროებისა და სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით).
  • სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი);
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
  • დინამიური გარემო და გამოცდილ გუნდთან მუშაობა.

განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე. წერილის სათაურში მიუთითეთ: "ექსპორტ მენეჯერი".

განაცხადებს ვიღებთ 2026 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით.

დაგიკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

პერსონალური მონაცემების დამუშავება:

CV-ის გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ წარდგენილი ინფორმაცია დასაქმების პროცედურების წარმართვის მიზნით. მონაცემები გამოიყენება მხოლოდ ამ მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებს არ გადაეცემა.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა