რკინის ნაკეთ. და კონსტრუქციების წარმ. და მონტაჟის მენეჯერი
სამშენებლო კომპანია "AWARD" ეძებს მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიაში რკინასთან დაკავშირებულ ყველა საწარმოო და სამონტაჟო სამუშაოს — დაგეგმვიდან საბოლოო ჩაბარებამდე.
პოზიცია მოიცავს ნებისმიერი ტიპის რკინის ნაკეთობისა და კონსტრუქციის წარმოებისა და მონტაჟის მართვას, მათ შორის: ღობეების, ჭიშკრების, მოაჯირების, კიბეების, გადახურვების, ცხაურების, მზიდი კონსტრუქციებისა და სხვა საპროექტო თუ ინდივიდუალური ნაკეთობების.
პოზიციის დასახელება: რკინის ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოებისა და მონტაჟის მენეჯერი მუდმივი სამუშაო ადგილი: ფონიჭალა (კომპანიის ბაზა) სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 - 19:00) ანაზღაურება: 3500 ლარი ხელზე + დანამატები დამატებითი პირობა: კომპანია გადასცემს ავტომანქანას სამუშაო საჭიროებისთვის.
ძირითადი მოვალეობები
- წარმოებისა და ობიექტებზე მონტაჟის სრული პროცესის დაგეგმვა და ხელმძღვანელობა;
- ხელოსნებისა და სამონტაჟო ბრიგადების მართვა, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
- ნახაზების შესწავლა, ადგილზე აზომვების ორგანიზება და საჭირო მასალების განსაზღვრა;
- ჭრის, შედუღების, აწყობის, დამუშავების, შეღებვისა და მონტაჟის ხარისხის კონტროლი;
- მასალების მომარაგებისა და მზა ნაკეთობების ტრანსპორტირების კოორდინაცია;
- სამუშაოების ვადების, ხარჯებისა და უსაფრთხოების კონტროლი;
- პროექტის მენეჯერებთან კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების ჩაბარება.
აუცილებელი მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- რკინის ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოებისა და მონტაჟის პრაქტიკული ცოდნა;
- ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი;
- გუნდის მართვისა და სამუშაოების დამოუკიდებლად ორგანიზების უნარი.
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
რეზიუმეს გამოგზავნისას, გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "რკინის წარმოებისა და მონტაჟის მენეჯერი", დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 28/11/2026.
გისურვებთ წარმატებას!