9272 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

J52RW2Q5 გამოქვეყნდა 28 ოქტ 8 ნახვა

სამუშაოთა მწარმოებელი

Award გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾3000 / თვეში ჩვეულებრივის ფარგლებში · ჩვეულებრივ 2,897 ₾ · 47 განცხადება ბოლო ვადა: 28 ნოე

შპს "AWARD" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"AWARD" წარმოადგენს ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების სფეროში მოქმედ კომპანიას. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.

სამუშაო პირობები:

  • მუდმივი სამუშაო ადგილი: ფონიჭალა (კომპანიის ბაზა), სამუშაო არეალი - თბილისი;
  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 - 19:00);
  • ანაზღაურება: 3000 ლარი ხელზე;
  • დამატებითი პირობა: კომპანიის ავტომობილი და საწვავი სამსახურებრივი გადაადგილებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ბაზაზე და ობიექტზე სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა, ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
  • ბრიგადებისა და ქვეკონტრაქტორების კოორდინაცია, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
  • თანამშრომლების ყოველდღიური აღრიცხვა;
  • სამუშაოების საპროექტო ნახაზებთან, ხარჯთაღრიცხვასა და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • სამუშაოების თანმიმდევრობის, ხარისხისა და ვადების კონტროლი;
  • მასალების, მუშახელისა და ტექნიკის საჭიროების წინასწარ განსაზღვრა და დროული მოთხოვნა;
  • მასალების მიღებისა და ხარჯვის აღრიცხვა;
  • შესრულებული მოცულობების აღრიცხვა, დაფარული სამუშაოების აქტებისა და შესრულების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
  • საინჟინრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოების კოორდინაცია კონსტრუქციულ და მოსაპირკეთებელ სამუშაოებთან;
  • პროექტის ხელმძღვანელთან და ტექნიკურ ზედამხედველთან თანამშრომლობა, შეუსაბამობების დროული გამოვლენა და შეთანხმებული გადაწყვეტილებების შესრულება;
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან თანამშრომლობა და ობიექტზე უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • შენობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • საპროექტო ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვის წაკითხვა;
  • Excel-ში მუშაობა და AutoCAD-ში ნახაზების წაკითხვისა და ზომების შემოწმების უნარი;
  • გუნდის მართვის, პრობლემების დროულად გადაჭრისა და ანგარიშგების უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

რეზიუმეს გამოგზავნისას, გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სამუშაოთა მწარმოებელი - ფონიჭალა", რათა რეზიუმე განვასხვაოთ სხვა ანალოგიურ ვაკანსიებზე გამოგზავნილი რეზიუმეებისგან. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 27/11/2026.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

სურათის ჩარჩოების ხელოსანი

Pro
Blink studio თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი მიმართე აქ
₾1600 6 ოქტ

ტექნიკოსი / ტექნიკური ინჟინერი

დამსაქმებელი თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი მიმართე აქ
₾3000 +45% ჩვეულებრივთან შედარებით 26 ოქტ

3D გრაფიკული დიზაინერი/ინტერიერის დიზაინერი

ახალი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი მიმართე აქ
27 ოქტ

თაბაშირ-მუყაოს ფილების მემონტაჟე

ახალი
სსიპ სახ. სამხედრო სამეცნიერო-ტექ. ცენტრი დელტა თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი დაზღვევა · განცხადებაშისწავლება · განცხადებაში მიმართე აქ
27 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა