მორიგე ექთანი
"წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" დაარსდა 1844 წელს და კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე სამკურნალო დაწესებულებაა.
იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის არის სტრატეგიული ობიექტი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, მულტიპროფილური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი თანამედროვე ჰოსპიტალი.
"წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჟვანიას ქ. N15 დასახელება: დეპარტამენტის/განყოფილების მორიგე ექთანი სამუშაო საათები: მორიგეობა 4 დღეში ერთხელ (24 საათი) ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული გამოცდილებისა და სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ გარემოს;
- ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
- პროფესიულად განვითარების შესაძლებლობას;
ფუნქცია-მოვალეობები:
- ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;
- პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მონიტორინგი და საჭირო მანიპულაციების /პროცედურების ჩატარება;
- პაციენტის მოვლა, ჰიგიენური ღონისძიებების გატარება;
- საექთნო დოკუმენტაციის დროული და სრულყოფილი წარმოება;
- ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საექთნო მიმართულებით შესაბამისი პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
- მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საჭიროების შესაბამისად;
- საექთნო საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება — სასურველია;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და ემპათია;
- ორგანიზებულობა და სისხარტე;
- კეთილსინდისიერება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება — "ექთანი" ან დარეკოთ ნომერზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.