პოსტექნიკოსი საკუთარი მოპედით
საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია ჯორჯიან ქარდი აცხადებს ვაკანსიას POS ტექნიკოსის პოზიციაზე (საკუთარი სკუტერით/მოპედით).
სამუშაო ლოკაცია: თბილისი
თუ გაქვთ საკუთარი სკუტერი/მოპედი, ხართ აქტიური, პასუხისმგებლიანი და მოტივირებული, შემოუერთდით ჩვენს გუნდს და მიიღეთ შესაძლებლობა თვეში 2, 500-3, 000 ლარი გამოიმუშაოთ (ფიქსირებული საბაზისო ანაზღაურება + შესრულებული დავალებების მიხედვით დამატებითი ანაზღაურება).
სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი — ჩვენ უზრუნველვყოფთ სრულფასოვან სწავლებასა და პრაქტიკულ სწავლებას, რათა სწრაფად აითვისოთ სამუშაო პროცესი.
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტებზე POS ტერმინალის მიტანა, ჩართვა და მომხმარებლისთვის მისი გამოყენების ძირითადი წესების გაცნობა;
** POS ტერმინალთან დაკავშირებული მარტივი ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა (ელემენტის შეცვლა, ქვითრის ქაღალდის შევსება და სხვა);
** სავაჭრო ობიექტებიდან POS ტერმინალის წამოღება.
** მოთხოვნები
** საკუთარი, ტექნიკურად გამართული სკუტერი ან მოპედი;
** შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;
** მომხმარებელთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** აქტიურობა და მოტივაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა.
სამუშაო პირობები:
მომსახურების ხელშეკრულება;
სამუშაო გრაფიკი - კვირაში არაუმეტეს 40 საათისა;
მეგობრული, პროფესიონალური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: (გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: მოპედიანი ტექნიკოსი) ან დაგვიკავშირდით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.