წარმოების თანამშრომელი
რონის პიცა ეძებს პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და ფიზიკურად გამძლე თანამშრომელს წარმოების სხვადასხვა სამუშაოებისთვის.
რას გააკეთებთ:
- მიიღებთ და დაასაწყობებთ პროდუქციას
- შეამოწმებთ პროდუქციის რაოდენობასა და ხარისხს
- მონაწილეობას მიიღებთ საწარმოში ყველა სახის პროდუქციის მომზადებაში
- უზრუნველყოფთ მომზადებული პროდუქციის გატანას
- დაიცავთ ხარისხისა და უსაფრთხოების ყველა პროცედურას
- მიიღებთ მონაწილეობას დასუფთავებაში პროდუქციის მომზადებამდე და მომზადების შემდეგ, საწარმოს სუფთა იერსახის შესანარჩუნებლად
მოთხოვნები:
ზოგადი მოთხოვნები:
- მოქმედი მართვის მოწმობა (კატეგორია: B ან С. გთხოვთ მიუთითოთ)
- მძიმე ტვირთის აწევისა და გადატანის უნარი, ფიზიკური გამძლეობა
- დისციპლინა და სამსახურში დროულად გამოცხადება
- პასუხისმგებლობა, სიზუსტე და პროცედურების დაცვა
- გუნდში მუშაობის უნარი
გამოცდილება:
- სასურველია წარმოებაში ან საკვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- ანაზღაურება და სამუშაო ადგილი
- ანაზღაურება: 1700-2000 ლარი თვეში
- სამუშაო გრაფიკი: 8:00 საათიდან 16:00 საათამდე
- სამუშაო ადგილი: ძმები ჭილაშვილების 30
როგორ განაცხადოთ:
გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე და წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია: "საწარმოს თანამშრომელი". შერჩეულ კანდიდატებს დაგიკავშირდებით გასაუბრებისთვის.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.