← ყველა ვაკანსია

J7V352W9 გამოქვეყნდა 17 ნოე 18 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი

AllOne გარე განცხადება
₾2000–4000 / თვეში შესვლა და განაცხადი

+32% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,267 ₾ · 145 განცხადება

გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 29 დღე) ბოლო ვადა: 16 დეკ

"ALLONE" ქმნის ვებსაიტებს, ადმინისტრაციულ პანელებს, ონლაინ ჯავშნისა და გადახდის სისტემებს, მობილურ აპლიკაციებს და ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებს.

ჩვენი კლიენტები არიან საქართველოს კომპანიები: სასტუმროები, სტუდიები, სავაჭრო და სამშენებლო კომპანიები, მომსახურების ბიზნესები.

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც მოიძიებს ახალ კლიენტებს და დახურავს გარიგებებს.

კომპანიის ვებგვერდი: https://allonelabs.com

მდებარეობა: ქ. თბილისი, ბიზნეს ცენტრი "სითი თაუერი" სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირა დასვენება. სტუდენტებისთვის შესაძლებელია გრაფიკის მორგება უნივერსიტეტის განრიგზე. ანაზღაურება: 10% ყოველი დახურული გარიგებიდან + ბონუსები. აქტიური გაყიდვების წარმომადგენელი თვეში 2000-4000 ლარს გამოიმუშავებს, ზედა ზღვრის გარეშე.

ძირითადი მოვალეობები

  • პოტენციური კლიენტების მოძიება (ზარები, შეტყობინებები, სოციალური ქსელები, შეხვედრები);
  • ბიზნესის საჭიროებების გაგება და შესაბამისი გადაწყვეტის შეთავაზება;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება ჩვენი გუნდის დახმარებით;
  • მოლაპარაკება და გარიგებების დახურვა;
  • კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განმეორებითი გაყიდვები;
  • გაყიდვების პროცესის აღრიცხვა CRM სისტემაში.

მოთხოვნები

  • გამოცდილება სავალდებულო არ არის, თუმცა გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება უპირატესობაა;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარი;
  • თავდაჯერებულობა სატელეფონო ზარებსა და შეხვედრებზე;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური უპირატესობაა;
  • ინტერესი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართ (ტექნიკური ცოდნა სავალდებულო არ არის).

ჩვენ გთავაზობთ

  • 10% საკომისიოს ყოველი დახურული გარიგებიდან + ბონუსებს;
  • შემოსავალს 2000-4000 ლარამდე თვეში აქტიური მუშაობისას, ზედა ზღვრის გარეშე;
  • მზა კლიენტების ბაზას და შეთავაზებების შაბლონებს;
  • სწავლას ვებ და AI პროდუქტების გაყიდვაში;
  • მოქნილ გრაფიკს სტუდენტებისთვის;
  • კარიერულ განვითარებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა