პალატის მედდა
სს „ვიანი“ – თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი აცხადებს - პალატის მედდის ვაკანსიას.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. იარაჯულის N8 (იასნი-სამგორის რაიონი). სამუშაო გრაფიკი: 16 და 24 საათიანი მორიგეობები
ძირითადი მოვალეობები
- პაციენტისთვის კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
- საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
- საექთნო დოკუმენტწარმოება;
- შიდა უწყვეტი საექთნო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:
- პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი;
- უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა VII სემესტრიდან;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება.
ჩვენი მხრიდან გთავაზობთ
- ,,იმედი-L”-ის დაზღვევას;
- თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50 %-იან ფასდაკლებებს;
- ,,GPC“-ის და ,,ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს;
- ,,Fitpass”-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.