გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

JANY7E60 გამოქვეყნდა 23 ოქტ 134 ნახვა

ოფის მენეჯერი / გაყიდვების კოორდინატორი

იბერია სტარ გრუპი

იბერია სტარ გრუპი

იბერია სტარ გრუპი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 20 ნოე
ორიგინალზე გადასვლა ↗

შპს „იბერია სტარ გრუპი“–ი აცხადებს ვაკანსიას, ოფის მენეჯერი / გაყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: კომპანიის ოფისი / საცხოვრებელი პროექტის გაყიდვების ობიექტი

ძირითადი მიმართულებები: ადმინისტრირება, ადამიანური რესურსები, უძრავი ქონების გაყიდვების ორგანიზება და კონტროლი.

თანამდებობის ძირითადი მიზანი ოფის მენეჯერი /გაყიდვების კოორდინატორი პასუხისმგებელია კომპანიის ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებაზე, ადამიანური რესურსების ადმინისტრირებაზე და კომპანიის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების პროცესის ორგანიზებაზე, კოორდინაციასა და კონტროლზე.

თანამშრომლის მთავარი ამოცანაა: პოტენციური კლიენტის მოძიებიდან/მომართვიდან — კომუნიკაციამდე, ბინის დათვალიერებამდე, მოლაპარაკებამდე და გაყიდვის გაფორმებამდე პროცესის ორგანიზებულად მიყვანა.

ამასთანავე, თანამშრომელი ვალდებულია უზრუნველყოს კლიენტების მონაცემების სისტემატური აღრიცხვა და ხელმძღვანელობისთვის გაყიდვების შედეგების რეგულარული ანგარიშგება.

ძირითადი პასუხისმგებლობის სფეროები თანამდებობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • ოფისის ადმინისტრირება
  • HR / პერსონალის ადმინისტრირება
  • საცხოვრებელი ბინების გაყიდვების კოორდინაცია
  • კლიენტებთან ურთიერთობა
  • გაყიდვების გუნდის კონტროლი და კოორდინაცია
  • სარეკლამო და მარკეტინგულ საქმიანობასთან კოორდინაცია
  • CRM/კლიენტთა ბაზის მართვა
  • გაყიდვების ანგარიშგება და ანალიტიკა
  • დოკუმენტაციის წარმოება
  • ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება

საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების ფუნქცია ეს არის პოზიციის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია.

ოფის მენეჯერი / გაყიდვების კოორდინატორი

  • გაყიდვების პროცესის ორგანიზება
  • აკონტროლებს კომპანიის საცხოვრებელი პროექტის გაყიდვების პროცესს.
  • ფლობს ინფორმაციას გასაყიდი ბინების შესახებ.

მუდმივად უნდა იცოდეს

  • რომელი ბინებია თავისუფალი;
  • რომელი ბინებია დაჯავშნილი;
  • რომელი ბინებია გაყიდული;
  • თითოეული ბინის ფართი;
  • სართული;
  • ფასი;
  • გადახდის პირობები;
  • არსებული აქციები/შეთავაზებები.
  • უზრუნველყოფს გასაყიდი ბინების შესახებ ინფორმაციის მუდმივ განახლებას.
  • არ უშვებს კლიენტისთვის მოძველებული ან არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებას.

პოტენციურ კლიენტებთან მუშაობა. იღებს ყველა შემოსულ ზარს, შეტყობინებას და მოთხოვნას. აფიქსირებს თითოეულ პოტენციურ კლიენტს შესაბამის ბაზაში/CRM სისტემაში.

თითოეულ კლიენტზე აფიქსირებს

  • სახელსა და საკონტაქტო ნომერს;
  • დაინტერესებულ ბინას;
  • სასურველ ფართს;
  • ბიუჯეტს;
  • შესყიდვის სავარაუდო ვადას;
  • გადახდის სასურველ ფორმას;
  • კლიენტის მოთხოვნებს;
  • კომუნიკაციის ისტორიას;
  • შემდგომი კონტაქტის თარიღს.
  • ახორციელებს კლიენტთან პირველადი კომუნიკაციის ორგანიზებას.
  • საჭიროების შემთხვევაში აწვდის კლიენტს დამტკიცებულ ინფორმაციას პროექტის, ბინისა და ფასის შესახებ.
  • უზრუნველყოფს ყველა პოტენციურ კლიენტზე დროულ უკუკავშირს.
  • არ ტოვებს კლიენტის მოთხოვნას რეაგირების გარეშე.

კლიენტის გაყიდვამდე მიყვანის პროცესი. კლიენტის თითოეული მოთხოვნა უნდა გადიოდეს შემდეგ ეტაპებს: მომართვა → კლიენტის რეგისტრაცია → საჭიროებების დადგენა → შესაბამისი ბინის შეთავაზება → დათვალიერება → მოლაპარაკება → შეთავაზება → დაჯავშნა → ხელშეკრულება → გაყიდვა.

ოფის მენეჯერი ვალდებულია აკონტროლოს, რომელ ეტაპზე იმყოფება თითოეული აქტიური კლიენტი.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ კლიენტებს, რომლებმაც:

  • უკვე დაათვალიერეს ბინა;
  • მოითხოვეს დამატებითი ინფორმაცია;
  • მიიღეს ფასის შეთავაზება;
  • გამოხატეს ყიდვის სურვილი;
  • ითხოვეს ფასდაკლება;
  • დაიწყეს ხელშეკრულების განხილვა.
  • ასეთი კლიენტები უნდა იმყოფებოდნენ აქტიური გაყიდვების კონტროლში.

ბინების დათვალიერების ორგანიზება. ოფის მენეჯერი:

  • ორგანიზებას უწევს კლიენტის მიერ ბინის/პროექტის დათვალიერებას.
  • წინასწარ ამზადებს შესაბამის ინფორმაციას.
  • საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს პასუხისმგებელი გაყიდვების თანამშრომლის ან ხელმძღვანელის მონაწილეობას.
  • დათვალიერების შემდეგ აფიქსირებს კლიენტის შეფასებას და ინტერესის ხარისხს.
  • განსაზღვრავს შემდგომი კომუნიკაციის თარიღს.
  • არ უშვებს ისეთ შემთხვევას, როდესაც ბინის დამთვალიერებელ კლიენტთან შემდგომი კონტაქტი არ ხორციელდება.

გაყიდვების გუნდის კოორდინაცია. თუ კომპანიაში მუშაობენ გაყიდვების აგენტები/მენეჯერები, ოფის მენეჯერი:

  • ანაწილებს შემოსულ კლიენტებს შესაბამის თანამშრომლებზე.
  • აკონტროლებს თითოეულ კლიენტზე მუშაობის მიმდინარეობას.
  • აკონტროლებს გაყიდვების თანამშრომლების აქტივობას.
  • აწარმოებს თითოეული თანამშრომლის შედეგების აღრიცხვას.
  • ხელმძღვანელობას აცნობებს დაბალი აქტივობის ან პრობლემური შემთხვევების შესახებ.
  • აკონტროლებს, რომ კლიენტი არ დაიკარგოს გაყიდვების პროცესში.
  • უზრუნველყოფს გაყიდვების თანამშრომლებს საჭირო ინფორმაციით.
  • ორგანიზებას უწევს გაყიდვების გუნდის სამუშაო შეხვედრებს.
  • ამზადებს გაყიდვების შედეგების შედარებით ინფორმაციას.

ფასები და კომერციული პირობები. ოფის მენეჯერი ვალდებულია:

  • გაყიდვების თანამშრომლებს მიაწოდოს მხოლოდ ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული ფასები და პირობები.
  • არ შეცვალოს დამოუკიდებლად ბინის ფასი.
  • არ დაპირდეს კლიენტს ფასდაკლება, განვადება ან სხვა განსაკუთრებული პირობა შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე.
  • კლიენტის მიერ ფასდაკლების მოთხოვნის შემთხვევაში საკითხი გადასცეს კომპანიის ხელმძღვანელს.
  • ყველა შეთანხმებული კომერციული პირობა დააფიქსიროს შესაბამის დოკუმენტში/სისტემაში.

გაყიდვების კონტროლი და KPI ოფის მენეჯერი ყოველთვიურად აკონტროლებს მინიმუმ შემდეგ მაჩვენებლებს:

  • კლიენტები
  • ახალი შემოსული კლიენტების რაოდენობა;
  • დამუშავებული კლიენტების რაოდენობა;
  • განმეორებითი კონტაქტების რაოდენობა;
  • აქტიური კლიენტების რაოდენობა.
  • დათვალიერებები
  • ობიექტის/ბინის დათვალიერებების რაოდენობა;
  • დათვალიერებიდან გაყიდვამდე კონვერსია.
  • გაყიდვები
  • დაჯავშნილი ბინების რაოდენობა;
  • გაყიდული ბინების რაოდენობა;
  • გაყიდვების თანხობრივი მოცულობა;

საშუალო გაყიდვის ფასი; გაყიდვების გეგმის შესრულების პროცენტი. კლიენტების კონვერსია

მაგალითად

  • 100 ლიდი → 30 დათვალიერება → 10 სერიოზული მოლაპარაკება → 4 გაყიდვა.
  • ამ მაჩვენებლების პერიოდული ანალიზი უნდა წარმოადგინოს ხელმძღვანელთან.

გაყიდვების ყოველდღიური კონტროლი ყოველი სამუშაო დღის ბოლოს უნდა არსებობდეს ინფორმაცია:

  • რამდენი ახალი კლიენტი შემოვიდა;
  • რამდენი ზარი განხორციელდა;
  • რამდენი კლიენტი იქნა დამუშავებული;
  • რამდენი შეხვედრა ჩატარდა;
  • რამდენი ბინა იქნა ნაჩვენები;
  • რამდენი ახალი შეთავაზება გაკეთდა;
  • რამდენი კლიენტი გადავიდა მოლაპარაკების ეტაპზე;
  • რამდენი ბინა დაჯავშნა;
  • რამდენი გაყიდვა განხორციელდა;
  • რომელი კლიენტ
გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა