9777 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

JANY7E60 გამოქვეყნდა 23 ოქტ 31 ნახვა

იბერია სტარ გრუპი

იბერია სტარ გრუპი

ოფის მენეჯერი / გაყიდვების კოორდინატორი

იბერია სტარ გრუპი გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 20 ნოე

შპს „იბერია სტარ გრუპი“–ი აცხადებს ვაკანსიას, ოფის მენეჯერი / გაყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: კომპანიის ოფისი / საცხოვრებელი პროექტის გაყიდვების ობიექტი

ძირითადი მიმართულებები: ადმინისტრირება, ადამიანური რესურსები, უძრავი ქონების გაყიდვების ორგანიზება და კონტროლი.

თანამდებობის ძირითადი მიზანი ოფის მენეჯერი /გაყიდვების კოორდინატორი პასუხისმგებელია კომპანიის ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებაზე, ადამიანური რესურსების ადმინისტრირებაზე და კომპანიის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების პროცესის ორგანიზებაზე, კოორდინაციასა და კონტროლზე.

თანამშრომლის მთავარი ამოცანაა: პოტენციური კლიენტის მოძიებიდან/მომართვიდან — კომუნიკაციამდე, ბინის დათვალიერებამდე, მოლაპარაკებამდე და გაყიდვის გაფორმებამდე პროცესის ორგანიზებულად მიყვანა.

ამასთანავე, თანამშრომელი ვალდებულია უზრუნველყოს კლიენტების მონაცემების სისტემატური აღრიცხვა და ხელმძღვანელობისთვის გაყიდვების შედეგების რეგულარული ანგარიშგება.

ძირითადი პასუხისმგებლობის სფეროები თანამდებობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: - ოფისის ადმინისტრირება - HR / პერსონალის ადმინისტრირება - საცხოვრებელი ბინების გაყიდვების კოორდინაცია - კლიენტებთან ურთიერთობა - გაყიდვების გუნდის კონტროლი და კოორდინაცია - სარეკლამო და მარკეტინგულ საქმიანობასთან კოორდინაცია - CRM/კლიენტთა ბაზის მართვა - გაყიდვების ანგარიშგება და ანალიტიკა - დოკუმენტაციის წარმოება - ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება

საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების ფუნქცია ეს არის პოზიციის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია.

ოფის მენეჯერი / გაყიდვების კოორდინატორი: - გაყიდვების პროცესის ორგანიზება - აკონტროლებს კომპანიის საცხოვრებელი პროექტის გაყიდვების პროცესს. - ფლობს ინფორმაციას გასაყიდი ბინების შესახებ.

მუდმივად უნდა იცოდეს: - რომელი ბინებია თავისუფალი; - რომელი ბინებია დაჯავშნილი; - რომელი ბინებია გაყიდული; - თითოეული ბინის ფართი; - სართული; - ფასი; - გადახდის პირობები; - არსებული აქციები/შეთავაზებები. - უზრუნველყოფს გასაყიდი ბინების შესახებ ინფორმაციის მუდმივ განახლებას. - არ უშვებს კლიენტისთვის მოძველებული ან არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებას.

პოტენციურ კლიენტებთან მუშაობა. იღებს ყველა შემოსულ ზარს, შეტყობინებას და მოთხოვნას. აფიქსირებს თითოეულ პოტენციურ კლიენტს შესაბამის ბაზაში/CRM სისტემაში.

თითოეულ კლიენტზე აფიქსირებს: - სახელსა და საკონტაქტო ნომერს; - დაინტერესებულ ბინას; - სასურველ ფართს; - ბიუჯეტს; - შესყიდვის სავარაუდო ვადას; - გადახდის სასურველ ფორმას; - კლიენტის მოთხოვნებს; - კომუნიკაციის ისტორიას; - შემდგომი კონტაქტის თარიღს. - ახორციელებს კლიენტთან პირველადი კომუნიკაციის ორგანიზებას. - საჭიროების შემთხვევაში აწვდის კლიენტს დამტკიცებულ ინფორმაციას პროექტის, ბინისა და ფასის შესახებ. - უზრუნველყოფს ყველა პოტენციურ კლიენტზე დროულ უკუკავშირს. - არ ტოვებს კლიენტის მოთხოვნას რეაგირების გარეშე.

კლიენტის გაყიდვამდე მიყვანის პროცესი. კლიენტის თითოეული მოთხოვნა უნდა გადიოდეს შემდეგ ეტაპებს: მომართვა → კლიენტის რეგისტრაცია → საჭიროებების დადგენა → შესაბამისი ბინის შეთავაზება → დათვალიერება → მოლაპარაკება → შეთავაზება → დაჯავშნა → ხელშეკრულება → გაყიდვა.

ოფის მენეჯერი ვალდებულია აკონტროლოს, რომელ ეტაპზე იმყოფება თითოეული აქტიური კლიენტი.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ კლიენტებს, რომლებმაც: - უკვე დაათვალიერეს ბინა; - მოითხოვეს დამატებითი ინფორმაცია; - მიიღეს ფასის შეთავაზება; - გამოხატეს ყიდვის სურვილი; - ითხოვეს ფასდაკლება; - დაიწყეს ხელშეკრულების განხილვა. - ასეთი კლიენტები უნდა იმყოფებოდნენ აქტიური გაყიდვების კონტროლში.

ბინების დათვალიერების ორგანიზება. ოფის მენეჯერი: - ორგანიზებას უწევს კლიენტის მიერ ბინის/პროექტის დათვალიერებას. - წინასწარ ამზადებს შესაბამის ინფორმაციას. - საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს პასუხისმგებელი გაყიდვების თანამშრომლის ან ხელმძღვანელის მონაწილეობას. - დათვალიერების შემდეგ აფიქსირებს კლიენტის შეფასებას და ინტერესის ხარისხს. - განსაზღვრავს შემდგომი კომუნიკაციის თარიღს. - არ უშვებს ისეთ შემთხვევას, როდესაც ბინის დამთვალიერებელ კლიენტთან შემდგომი კონტაქტი არ ხორციელდება.

გაყიდვების გუნდის კოორდინაცია. თუ კომპანიაში მუშაობენ გაყიდვების აგენტები/მენეჯერები, ოფის მენეჯერი: - ანაწილებს შემოსულ კლიენტებს შესაბამის თანამშრომლებზე. - აკონტროლებს თითოეულ კლიენტზე მუშაობის მიმდინარეობას. - აკონტროლებს გაყიდვების თანამშრომლების აქტივობას. - აწარმოებს თითოეული თანამშრომლის შედეგების აღრიცხვას. - ხელმძღვანელობას აცნობებს დაბალი აქტივობის ან პრობლემური შემთხვევების შესახებ. - აკონტროლებს, რომ კლიენტი არ დაიკარგოს გაყიდვების პროცესში. - უზრუნველყოფს გაყიდვების თანამშრომლებს საჭირო ინფორმაციით. - ორგანიზებას უწევს გაყიდვების გუნდის სამუშაო შეხვედრებს. - ამზადებს გაყიდვების შედეგების შედარებით ინფორმაციას.

ფასები და კომერციული პირობები. ოფის მენეჯერი ვალდებულია: - გაყიდვების თანამშრომლებს მიაწოდოს მხოლოდ ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული ფასები და პირობები. - არ შეცვალოს დამოუკიდებლად ბინის ფასი. - არ დაპირდეს კლიენტს ფასდაკლება, განვადება ან სხვა განსაკუთრებული პირობა შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე. - კლიენტის მიერ ფასდაკლების მოთხოვნის შემთხვევაში საკითხი გადასცეს კომპანიის ხელმძღვანელს. - ყველა შეთანხმებული კომერციული პირობა დააფიქსიროს შესაბამის დოკუმენტში/სისტემაში.

გაყიდვების კონტროლი და KPI ოფის მენეჯერი ყოველთვიურად აკონტროლებს მინიმუმ შემდეგ მაჩვენებლებს: - კლიენტები - ახალი შემოსული კლიენტების რაოდენობა; - დამუშავებული კლიენტების რაოდენობა; - განმეორებითი კონტაქტების რაოდენობა; - აქტიური კლიენტების რაოდენობა. - დათვალიერებები - ობიექტის/ბინის დათვალიერებების რაოდენობა; - დათვალიერებიდან გაყიდვამდე კონვერსია. - გაყიდვები - დაჯავშნილი ბინების რაოდენობა; - გაყიდული ბინების რაოდენობა; - გაყიდვების თანხობრივი მოცულობა;

საშუალო გაყიდვის ფასი; გაყიდვების გეგმის შესრულების პროცენტი. კლიენტების კონვერსია

მაგალითად: - 100 ლიდი → 30 დათვალიერება → 10 სერიოზული მოლაპარაკება → 4 გაყიდვა. - ამ მაჩვენებლების პერიოდული ანალიზი უნდა წარმოადგინოს ხელმძღვანელთან.

გაყიდვების ყოველდღიური კონტროლი ყოველი სამუშაო დღის ბოლოს უნდა არსებობდეს ინფორმაცია: - რამდენი ახალი კლიენტი შემოვიდა; - რამდენი ზარი განხორციელდა; - რამდენი კლიენტი იქნა დამუშავებული; - რამდენი შეხვედრა ჩატარდა; - რამდენი ბინა იქნა ნაჩვენები; - რამდენი ახალი შეთავაზება გაკეთდა; - რამდენი კლიენტი გადავიდა მოლაპარაკების ეტაპზე; - რამდენი ბინა დაჯავშნა; - რამდენი გაყიდვა განხორციელდა; - რომელი კლიენტ

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა