პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

JB2DX438 გამოქვეყნდა 2 ნოე 5 ნახვა

მშენებელი ინჟინერი

იბერია სტარ გრუპი

იბერია სტარ გრუპი

იბერია სტარ გრუპი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 2 დეკ
შესვლა და განაცხადი

სამშენებლო კომპანია ,,იბერია სტარ გრუპი'' აცხადებს ვაკანსიას — მშენებელი ინჟინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.ქუთაისი

სამშენებლო კომპანია მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისთვის ეძებს გამოცდილ მშენებელ ინჟინერს. პროექტები მოიცავს მრავალბინიან საცხოვრებელ შენობებს, სავაჭრო და სასტუმრო ობიექტებს.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ სპეციალისტს, რომელსაც შეუძლია სამშენებლო პროცესების დაგეგმვა, ადგილზე კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი.

ძირითადი მოვალეობები

  • სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება და ყოველდღიური ტექნიკური კონტროლი;
  • სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება;
  • სამუშაო გრაფიკის შედგენა, შესრულების მონიტორინგი და შეფერხებებზე დროული რეაგირება;
  • სამუშაოთა მოცულობების დათვლა, მასალების საჭიროების განსაზღვრა და ხარჯვის კონტროლი;
  • სამშენებლო ბრიგადებისა და ქვეკონტრაქტორების მუშაობის კოორდინაცია;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის შემოწმება, მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
  • პროექტანტებთან თანამშრომლობა და ტექნიკური საკითხების შეთანხმება;
  • სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების წარდგენა;
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან თანამშრომლობა და გამოვლენილი დარღვევების შესახებ დროული ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება მშენებლობის ან სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით;
  • სამშენებლო ობიექტზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
  • არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • რკინაბეტონისა და ლითონის კონსტრუქციების სამშენებლო სამუშაოების ცოდნა;
  • სამუშაოთა მოცულობების დათვლისა და მასალების უწყისების მომზადების გამოცდილება;
  • AutoCAD-ისა და Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • სამუშაოების დაგეგმვის, გუნდის კოორდინაციისა და პრობლემების დროულად გადაჭრის უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება

  • მრავალბინიანი, სავაჭრო ან სასტუმრო ობიექტების მშენებლობის გამოცდილება;
  • ლითონის კარკასისა და სენდვიჩპანელების მონტაჟის გამოცდილება;
  • ხარჯთაღრიცხვებთან და შესრულებული სამუშაოების აქტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა.

გთავაზობთ

  • მრავალფეროვან სამშენებლო პროექტებზე მუშაობას;
  • კვალიფიკაციისა და პასუხისმგებლობის შესაბამის ანაზღაურებას — შეთანხმებით;
  • პროფესიული განვითარებისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას.

განაცხადის წესი: დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV.

მიუთითეთ

  • რომელ ობიექტებზე გიმუშავიათ და რა იყო თქვენი უშუალო პასუხისმგებლობა;
  • სასურველი ანაზღაურება;
  • სამუშაოს დაწყების შესაძლო თარიღი.
გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა