8817 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

JB9EEXE3 გამოქვეყნდა 30 სექ 3 ნახვა

თბილისის საერთაშორისო სკოლა

თბილისის საერთაშორისო სკოლა

სკოლის ფსიქოლოგი

თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ოქტ

შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლა“ არის პრესტიჟული, მაღალი რეპუტაციის მქონე, წარმატებული და დინამიურად მზარდი საგანმანათლებლო დაწესებულება. ჩვენი მიზანია მოსწავლეებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის აკადემიური პროგრამები და ხელი შევუწყოთ მათ მრავალმხრივ განვითარებას.

შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლა“ აცხადებს კონკურსს სკოლის ფსიქოლოგის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები - მოსწავლეების ფსიქოლოგიური შეფასება ასაკისა და საჭიროებების გათვალისწინებით; - მოსწავლეებთან ინდივიდუალური და საჭიროების შემთხვევაში ჯგუფური მუშაობა; - ემოციური, ქცევითი და სოციალური სირთულეების იდენტიფიცირება და შესაბამისი მხარდაჭერის დაგეგმვა; - მოსწავლეების ადაპტაციისა და სასკოლო გარემოში ინტეგრაციის ხელშეწყობა; - მშობლებთან ინდივიდუალური კონსულტაციების ჩატარება; - მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა; - საჭიროების შემთხვევაში მოსწავლის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართების რეკომენდაციის გაცემა; - პრევენციული და საგანმანათლებლო შეხვედრების/აქტივობების დაგეგმვა; - კონფლიქტური და რთული სიტუაციების მართვაში მონაწილეობა; - მოსწავლეების პირადი ინფორმაციისა და კონფიდენციალურობის დაცვა; - ფსიქოლოგიური მუშაობის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - ფსიქოლოგიის მიმართულებით უმაღლესი განათლება - ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; - სკოლის ფსიქოლოგიის ან განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა; - ეფექტური კომუნიკაციისა და აქტიური მოსმენის უნარი; - ემპათიურობა, მოთმინება და პროფესიული პასუხისმგებლობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვა; - რთულ სიტუაციებში მშვიდად და პროფესიულად მოქმედების უნარი.

ლოკაცია: თბილისი,დიდი დიღომი,ზურგოვანი,თავისუფლების ქუჩა 10 დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე 2026 წლის 30 ოქტომბრამდე

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თბილისის საერთაშორისო სკოლა
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა