7851 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

JBMXMVRD გამოქვეყნდა 1 სექ 3 ნახვა

ოთახების დიასახლისი (Room Attendant / Housekeeper)

სასტუმრო ხედი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი დასუფთავება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სასტუმრო „ხედი“ აცხადებს ვაკანსიას ოთახების დიასახლისის (Room Attendant / Housekeeper) პოზიციაზე.

თუ მოგწონთ სისუფთავე, წესრიგი, დეტალებზე ზრუნვა და გსურთ იმუშაოთ სტუმართმოყვარე, მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოში, შემოუერთდით ჩვენი Housekeeping გუნდის წევრებს.

ძირითადი მოვალეობები: - სასტუმროს ნომრების სრულყოფილი დასუფთავება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად; - გამგზავრებული სტუმრის შემდეგ ნომრის მომზადება ახალი სტუმრის მისაღებად; - დაკავებული ნომრების ყოველდღიური დასუფთავება; - აბაზანის, ავეჯის, იატაკის, ტექსტილისა და სხვა ინვენტარის მოვლა; - ნომერში არსებული ინვენტარისა და აღჭურვილობის ვიზუალური შემოწმება; - სტუმრის მიერ დატოვებული ნივთების (Lost & Found) პროცედურის დაცვა; - თეთრეულის მიღება, ჩაბარება და მარაგების კონტროლი; - სამუშაო სივრცისა და საწყობის მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა; - სანიტარული, ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა; - აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება; - ეფექტური თანამშრომლობა Front Office, ტექნიკურ და Laundry დეპარტამენტებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები აუცილებელია: - საშუალო განათლება; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ფიზიკური გამძლეობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - დისციპლინა და ორგანიზებულობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - სტუმარზე ორიენტირებული დამოკიდებულება.

სასურველია: - სასტუმროში Housekeeping მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ - სტაბილურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს; - მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს; - კონკურენტულ ანაზღაურებას; - კვებას თანამშრომელთა კაფეტერიაში.

სამუშაო ადგილი: სასტუმრო „ხედი“ (ავლაბარი, ქეთევან წამებულის 24)

როგორ უნდა გამოაგზავნოთ განაცხადი? დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: „ოთახების დიასახლისი“

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

დაკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სასტუმრო ხედი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა