საწყობის ოპერატორი
"სასტუმრო ჰილტონ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე
"ჰილტონში" თითოეული პოზიცია მნიშვნელოვანია - ყველა თანამშრომელი თავისი წვლილით ქმნის სტუმრის საუკეთესო გამოცდილებას
ძირითადი მოვალეობები:
- საქონლის მიღება და შესყიდვის ორდერებთან შედარება;
- რაოდენობის, ხარისხისა და ვარგისიანობის შემოწმება;
- შეუსაბამობების გამოვლენა და მოგვარება;
- საქონლის საწყობში/დეპარტამენტში განაწილება და აღრიცხვა;
- ინვოისებისა და მიღებული საქონლის გადამოწმება;
- საწყობისა და მიღება-ჩაბარების ზონების კონტროლი;
- ინვენტარიზაციასა და თვის ბოლოს ანგარიშგებაში მონაწილეობა;
- მომწოდებლებთან და სასტუმროს დეპარტამენტებთან კომუნიკაცია;
- სურსათის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესების დაცვა;
- საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მოვალეობების შესრულება.
უნარები და გამოცდილება:
- საქონლის მიღებისა და აღრიცხვის გამოცდილება;
- შესყიდვებისა და მარაგების მართვის ცოდნა;
- Excel, Word და შესაბამისი პროგრამების ცოდნა;
- ინგლისურის საშუალო დონე და კარგი კომუნიკაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობებს;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წახალისებებსა და ჯილდოებს;
- GO Hilton-ის სამოგზაურო ფასდაკლებას;
- ექსკლუზიური ფასდაკლებებს პარტნიორებთან;
- 50%-იანი ფასდაკლებას სასტუმროს ყველა რესტორანსა თუ ბარში;
- 50%-იან ფასდაკლებას ეფორეა სპაში.
სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ "შპს ტურინვესტი - სასტუმრო ჰილტონ ბათუმმა" თქვენი დასაქმების მიზნით დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.