დაბადების დღის წამყვანი ანიმატორი
კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს! ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით.
"ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დაბადების დღის წამყვანი ანიმატორი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9 სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დაბადების დღის პროგრამების შემუშავება/განახლებაში ჩართულობა
- დღის განმავლობაში დაბადების დღის პროგრამის და გასართობი აქტივობების ჩატარების უზრუნველყოფა
- დაგეგმილი თემატური ღონისძიებებისა და შოუ-პროგრამების მაღალ დონეზე ჩატარება
- დაბადების დღის სტუმრების ინფორმირება აქტივობებთან დაკავშირებით, მათი დაინტერესება და ჩართულობის უზრუნველყოფა
- სტუმრებისა და იუბილარების მაქსიმალურად პოზიტიურ განწყობაზე ზრუნვა
- ბავშვების გუნდის კოორდინირება და მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- მომხმარებელზე ორიენტირებისა და კარგი კომუნიკაციური უნარები
- მაღალი ემოციური ინტელექტი
- ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლიანობა და ინიციატივიანობა
დაინტერესებულებს კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა)
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.