9406 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

JD819GTQ გამოქვეყნდა 3 ოქტ 15 ნახვა

ნატალი ჯგუფი

ნატალი ჯგუფი

სპა ადმინისტრატორი

ნატალი ჯგუფი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სილამაზე / მოდა
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 31 ოქტ

ნატალი ჯგუფი აცხადებს სპა ადმინისტრატორის ვაკანსიას

ნატალი ჯგუფის შესახებ ნატალი ჯგუფი წარმოადგენს სილამაზის, ესთეტიკისა და ველნეს ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან მრავალპროფილურ კომპანიას საქართველოში, რომელიც 30 წელზე მეტი გამოცდილებით აერთიანებს სილამაზისა და ველნეს ცენტრებს, ესთეტიკური მედიცინის მიმართულებას, პროფესიულ აკადემიას, SPA-ს და პროფესიული კოსმეტიკისა და ტექნოლოგიების დისტრიბუციას. კომპანია თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა Germaine de Capuccini, Framesi, DEKA, Maletti და Nilo. ნატალი ჯგუფი გამოირჩევა მაღალი პროფესიული სტანდარტებით, ინოვაციური მიდგომებითა და საერთაშორისო გამოცდილებით, რაც უზრუნველყოფს მომსახურების უმაღლეს ხარისხს და მუდმივ განვითარებას.

ძირითადი მოვალეობები: - სპა ცენტრის სტუმრების დახვედრა, კონსულტაცია და მომსახურების სრული ციკლის უზრუნველყოფა მაღალი სტანდარტების შესაბამისად; - ჯავშნების მართვა, ვიზიტების დაგეგმვა და ეფექტური კომუნიკაცია როგორც კლიენტებთან, ასევე გუნდის წევრებთან; - სპა მომსახურებების, აქციებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და გაყიდვების ხელშეწყობა; - კლიენტების უკუკავშირის მიღება და მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი; - დოკუმენტაციის, სალაროს ოპერაციების და ადმინისტრაციული პროცესების მართვა; - სპა სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენის კონტროლი, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; - გუნდის წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა და პროფესიული გარემოს შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: - სასურველია 1-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სილამაზის სალონში, სპა ცენტრში ან მომსახურების სფეროში; - კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა და მომსახურების მაღალი სტანდარტების ცოდნა; - ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა; - ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს ინოვაციურ და განვითარებად კომპანიაში; - პერსონალური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, ტრენინგებსა და მასტერკლასებს; - კონკურენტულ ანაზღაურებას და მოტივაციის სისტემას; - თანამედროვე სამუშაო სივრცეს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუშაო პირობებს; - ბონუსურ სისტემას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ნატალი ჯგუფი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა