9,134 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

JDCG7HSK გამოქვეყნდა 18 სექ 4 ნახვა

მალული

მალული

მზარეულის დამხმარე

მალული გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 19 ოქტ

"მალული" - ეს არის პატარა, მყუდრო კაფე, რომელიც უკვე 1 წელია, რაც სიყვარულით მასპინძლობს თავის სტუმრებს. ვინაიდან მშვიდი და მეგობრული ატმოსფერო გვაქვს და არ გამოვირჩევით გადატვირთული რიტმით, ჩვენთან მუშაობა იდეალურია მათთვის, ვისაც სურს სიმშვიდეში, სტრესის გარეშე და სასიამოვნო გუნდთან ერთად მუშაობა.

ახლა კი ვეძებთ მზარეულის დამხმარეს ჩვენს პატარა ოჯახში!

ძირითადი მოვალეობები:

  • მზარეულის დახმარება კერძების მომზადების პროცესში (პროდუქტების დამუშავება, დაჭრა და ა.შ.)
  • ჭურჭლისა და სამზარეულო ინვენტარის რეცხვა
  • სამზარეულო სივრცეში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა

მოთხოვნები:

  • სამზარეულოში ფუსფუსის სიყვარული და ელემენტარული უნარები (დანარჩენ ყველაფერს ადგილზე შეგასწავლით!)
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა
  • სისუფთავისა და წესრიგის სიყვარული

პირობები და რას გთავაზობთ:

  • სამუშაო გრაფიკი: ორცვლიანი (დილის და საღამოს ცვლა)
  • ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში -6 ლარი საათში, გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ -8 ლარი საათში
  • მშვიდ, კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას

სამუშაო ადგილი: ნ.ჩხეიძის ქუჩა (ვორონცოვი)

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მალული
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა