7981 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

JENP3P9E გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

ქოლ ცენტრის ოპერატორი

iPlus via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა:

აიპლიუსი აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ: „აიპლიუსი“ არის Apple-ის ოფიციალური პარტნიორი და 2011 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ტექნიკის ბაზარზე საქართველოში.

ქოლ ცენტრის ოპერატორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი; - მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა ან საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება შესაბამის განყოფილებასთან; - ონლაინ გაყიდვებისა და განვადებების მონიტორინგი; - ხარისხის მონიტორინგის მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება; - მომხმარებელთა კმაყოფილების დონის შეფასება და რეპორტინგი; - უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად) - გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი; - ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ანაზღაურება: დღეში ფიქსირებული ანაზღაურება - საშუალოდ 1500 ლარი თვეში

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულად: hr@iphone.com.ge

CV-ს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს „აიპლიუსმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის ვადით. დამსაქმებელს შესაძლებელია თქვენი მონაცემები გამოიყენოს სხვა პოზიციაზეც.

გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
iPlus
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა