9768 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

JG7T6BGG გამოქვეყნდა 24 სექ 107 ნახვა

უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტი

უნი ქეარი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1000 / თვეში −57% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,352 ₾ · 151 განცხადება ბოლო ვადა: 24 ოქტ

კომპანია აცხადებს ვაკანსიას: უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტი

შენი სახლის პროექტებისთვის ვეძებთ უძრავი ქონების მიმართულებით გამოცდილ ან ამ სფეროში განვითარების სურვილის მქონე ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და იმუშავებს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და გაქირავების მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები: - უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და გაქირავების პროცესების მართვა; - პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან კომუნიკაცია; - კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზება; - ბინების/ობიექტების ჩვენებების ორგანიზება; - მოლაპარაკებების წარმოება მყიდველებთან, გამქირავებლებთან და მესაკუთრეებთან; - გარიგების პროცესის კოორდინაცია პირველადი კომუნიკაციიდან გარიგების დასრულებამდე; - არსებული კლიენტებისა და ობიექტების ბაზის მართვა; - უძრავი ქონების ბაზარზე არსებული შეთავაზებებისა და ფასების მონიტორინგი; - გაყიდვებისა და გაქირავების მიმართულებით ახალი შესაძლებლობების მოძიება; - საჭირო ინფორმაციისა და შედეგების პერიოდული ანგარიშგება.

ჩვენი მოლოდინი: - უძრავი ქონების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; - ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა; - გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება; - ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; - შედეგზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - კლიენტებთან ურთიერთობის კარგი უნარი; - დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი; - სასურველია ავტომობილისა და მართვის მოწმობის ქონა; - საოფისე პროგრამებისა და CRM სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ: - მუშაობას განვითარებად უძრავი ქონების მიმართულებაში; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს; - კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

ანაზღაურება: ფიქსირებული 1 000 ₾ + ბონუსები (1000 ლარი +) სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა ან სამგორი (შეთანხმებით) სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00-მდე (შაბათი-კვირა დასვენება)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ მითითებულ ელფოსტაზე და ელფოსტის თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტი / ბროკერი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა