ბელბოი
სასტუმრო "Brim Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მალხაზ აბდუშელიშვილის 12/14 (ავლაბარი)
ბელბოი პასუხისმგებელია სტუმართა თავაზიან მიღება-დახვედრაზე და გაცილებაზე, მაქსიმალურად მეგობრული და სასიამოვნო გარემოს შექმნაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- აკონტროლოს უნივერსალური გასაღები და დაიცვას უსაფრთხოების სტანდარტები;
- მოახდინოს სტუმრის ბარგის იდენტიფიცირება, მიაცილოს სტუმარი ოთახამდე თავისივე ბარგით და უზრუნველყოს ოთახის შესახებ ზოგადი ინფორმაციით;
- ჯგუფების მიღების შემთხვევაში, სწრაფად, დროულად და ორგანიზებულად მოახდინოს ბარგის იდენტიფიცირება, შეგროვება და დანიშნულების ადგილზე მიტანა;
- დაამყაროს მჭიდრო ურთიერთობები სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებთან;
- ბარგის ოთახის მოწესრიგება და მართვა;
- შიდა და გარე პერიმეტრზე განათების ანთება/ჩაქრობა;
- ფლობდეს სასტუმროს, სივრცეების, მომსახურებების შესახებ სრულ ინფორმაციას;
- იცოდეს ინფორმაცია ქალაქში მდებარე ღირსშესანიშნაობების შესახებ;
- დაიცვას ობიექტზე არსებული სტანდარტები: ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას.
მოთხოვნები:
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი.
ანაზღაურება და პირობები:
- გრაფიკი: 12 საათიანი (ორი სამუშაო / ორი დასვენების დღე);
- 900 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);
- პროფესიული ტრენინგები;
- კვება;
- უნიფორმა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ბელბოი.
ვებგვერდი: www.brimtbilisi.com
სასტუმრო Brim Tbilisi გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.