ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
სსიპ- ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გამოცხადდა ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი ჩატარდება ფაკულტეტებისა და საგნობრივი ბლოკების მიხედვით, კერძოდ: ა) ნავიგაციის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის: - საგნების ბლოკი №1: - საზღვაო საქმე; - გემის კონსტრუქციები და ტექნ. შემოწმება; - გემის მდგრადობა; - საზღვაო ნავიგაცია და ნავიგაციური ხელსაწყოები, - ხიდურის რესურსების მართვა და ვახტის გაწევა - ელექტრონული ნავიგაცია და რადიოლოკაციური სისტემები - საზღვაო კომუნიკაციები (GMDSS) - ასტრონავიგაცია - სატვირთო ოპერაციები - საზღვაო სფეროს საფუძვლები და გემის მოწყობა - გემის მართვა და მანევრირება; - ნაოსნობა ელექტრონული რუკების გამოყენებით - A კატეგორიის პროფესორი - 2 - A კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 1 - B კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 15 - C კატეგორიის პროფესორი - 4 - C კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 4 - ასისტენტ-პროფესორი - 1 - ასისტენტი - 1
ბ) საინჟინრო ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის: - საგნების ბლოკი №1: გემის მექანიკური და ენერგეტიკული დანადგარები - ტექნიკური და გამოყენებითი მექანიკა; - ტექნიკური თერმოდინამიკა და სითბოგადაცემა; - გემის საქვაბე დანადგარები, ტურბომანქანები და მათი ექსპლუატაცია; - ჰიდრავლიკა, გემის ჰიდრომანქანები და გემის დამხმარე მექანიზმები; - გემის სამაცივრო დანადგარები, ჰაერის კონდიცირების სისტემები და მათი ექსპლუატაცია; - პნევმო და ჰიდროავტომატიკის საფუძვლები; - გემის შიგაწვის ძრავების კონსტრუქცია, თეორია და ექსპლუატაცია; - შიგაწვის ძრავების დიაგნოსტიკა და რემონტი; - გემის ენერგეტიკული დანადგარების ავტომატიზაცია და ექსპლუატაცია; - გემის ტექნიკური მომსახურება და რემონტი; - გემის სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა; - გემის მექანიზმების საიმედოობა და ტექნიკური დიაგნოსტიკა; - გემის შიგაწვის ძრავებში მიმდინარე პროცესები. - გემის საქვაბე დანადგარებში მიმდინარე სითბური პროცესები; - გემის დამხმარე მექანიზმების და სისტემების თეორია და კომპლექსური მართვა; - პნევმოჰიდრავლიკური ავტომატური სისტემების მართვა; - გემის ენერგეტიკული სისტემებისა და მექანიზმების ავტომატიზაცია და ტექნიკური დიაგნოსტიკა; - გემის სამანქანე განყოფილების სტრატეგიული რესურსების მართვა; - გემის ალტერნატიული საწვავები, ეკონომიურობა და ეკოლოგიური ანალიზი.
A კატეგორიის პროფესორი - 1 B კატეგორიის პროფესორი - 3 B კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 5 C კატეგორიის პროფესორი - 1 C კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 3 ასისტენტ -პროფესორი - 1
საგნების ბლოკი №2: ელექტრომოწყობილობების, ელექტრონული აპარატურისა და მართვის სისტემები - ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლები; - გემის ელექტრონიკა; - გემის ძალური და ელექტრული სისტემები; - გემის ავტომატიკის ელემენტები და ავტომატური მართვის სისტემები; - მაღალი ძაბვის სისტემები; - ელექტრული მანქანები და ელექტროამძრავის თეორია; - გემის ელექტრომოწყობილობები და ელექტრონული აპარატურა და მართვის სისტემები; - გემის საზომი ხელსაწყოები და მონიტორინგის სისტემები; - სანავსადგურო ავტომატიზებული ელექტროამძრავები; - გემის სანავიგაციო, საკომუნიკაციო სისტემები და საყოფაცხოვრებო მოწყობილობები; - მექატრონიკის საფუძვლები; - გემის ელექტრომოწყობილობების და ავტომატიკის საშუალებების მოდელირება; - გემის ელექტროენერგეტიკული სისტემების ავტომატიზაცია; - გემის და სანავსადგურე ელექტროენერგეტიკული სისტემები; - საგემბანე და სატვირთო მოწყობილობების მართვის სისტემები.
A კატეგორიის პროფესორი - 1 B კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 6 C კატეგორიის პროფესორი - 1 C კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 1 ასისტენტი - 1
გ) ზოგადსაუნივერსიტეტო და ინტერდისციპლინარული ცენტრი: საგნების ბლოკი №1: - ფიზიკა - მათემატიკა - საინფორმაციო ტექნოლოგიები; - ქიმია
A კატეგორიის პროფესორი - 1 C კატეგორიის პროფესორი - 1 A კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 3 C კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 4 ასისტენტ -პროფესორი - 2
საგნების ბლოკი №2: - ზოგადი საზღვაო ინგლისური ენა - MN - სპეციალიზებული საზღვაო ინგლისური ენა - MN - საზღვაო ინგლისური ენა - EMN - სპეციალიზებული საზღვაო ინგლისური ენა - EMN - საზღვაო ინგლისური ენა -EE - ზოგადი საზღვაო ინგლისური ენა - EE - საზღვაო ინგლისური ენა -ME - ზოგადი საზღვაო ინგლისური ენა - ME - სპეციალური ინგლისური - PTE - ინგლისური ენა საზღვაო ოპერაციებში
B კატეგორიის პროფესორი - 1 B კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 4 C კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 2 ასისტენტ -პროფესორი - 2
საგნების ბლოკი №3: საზღვაო უსაფრთხოება, სამართალი და კონვენციები - C კატეგორიის პროფესორი - 1 - C კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 1
საკონკურსო პირობები ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნები ა.ა) A კატეგორიის პროფესორი: - ა) A კატეგორიის პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: - ა.ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საკონკურსო ან მომიჯნავე სფეროში; - ა.ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება საკონკურსო ან მომიჯნავე სფეროში; - ა.გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ან აკადემიურ ხელმძღვანელ პოზიციაზე (მაგ.: საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი ან ხარისხის უზრუნველყოფის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) არანაკლებ 4 წლის გამოცდილება. - ა.დ) ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული და შემუშავებული მინიმუმ 1 სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა (სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, სალექციო კურსი, რიდერი, მეთოდური მითითებები ან სხვა სასწავლო რესურსი) ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით; - ა.ე) ბოლო 4 წლის განმავლობაში მონაწილეობა მინიმუმ 4 სამეცნიერო კონფერენციაში, სიმპოზიუმში, კონგრესში ან სხვა სამეცნიერო-კვლევით/საგანმანათლებლო ღონისძიებაში; - ა.ვ) ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული მინიმუმ 4 სამეცნიერო ნაშრომი რეცენზირებად ჟურნალებში ან/და სამეცნიერო კრებულებში, მათ შორის არანაკლებ 1 ნაშრომი უნდა იყოს საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალში (არანაკლებ Scopus, Web of Science ან სხვა საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალში); - ა.ზ) ბოლო 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ან ეროვნულ სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან ინსტიტუციურ პროექტებში მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად.
ბ) B კატეგორიის პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: - ბ.ა) დ