9776 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

JKWKPJ2E გამოქვეყნდა 12 ოქტ 38 ნახვა

PayBox

PayBox

უსაფრთხოების და მონიტორინგის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი

PayBox გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾1200 / თვეში ბოლო ვადა: 10 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8000 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

PayBox აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე უსაფრთხოების და მონიტორინგის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის ქ. N15; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-19:00 საათი;

რას გააკეთებ: - კომპანიის ოფისებისა და საინკასაციო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ვიდეო მონიტორინგის განხორციელება; - სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას შესაძლო დარღვევების გამოვლენა და რეაგირება; - სამეთვალყურეო სისტემების გამართული მუშაობის კონტროლი; - ვიდეო-მონიტორინგისა და უსაფრთხოების პროცესების მუდმივი ზედამხედველობა; - შესაძლო რისკების დროული იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების მხარდაჭერა; - მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი შემთხვევების დაფიქსირება და ანგარიშგება; - ოფისების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიციო მოთხოვნები: - სასურველია უმაღლესი განათლება; - სასურველია უსაფრთხოების ან ვიდეო მონიტორინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; - კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.

პიროვნული უნარები: - ორგანიზებულობა; - პასუხისმგებლიანობა; - დეტალების მიმართ ორიენტირებულობა; - სწრაფი რეაგირების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: - ანაზღაურებას - 1200 ლარი; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - Fitpass; - სხვადასხვა შიდა აქტივობებს: შიდა კლუბები: ფეხბურთი, პადელი და სხვა.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ,გამოგვიგზავნე რეზიუმე.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/2pcFXAX

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა