IT ბიზნეს ანალიტიკოსი
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპ"-ი აცხადებს ვაკანსიას IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ვაკანსია განკუთვნილია შესაბამისი პროფესიული განათლების მქონე პირებისთვის, რომელთაც დაგროვილი აქვთ საკმარისი გამოცდილება. შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ვებ-პროექტების განვითარების პროცესში და იმუშაონ გამოცდილ ჯგუფთან ერთად.
პოზიციის აღწერა - ძირითადი პასუხისმგებლობები: - ბიზნეს მოთხოვნების შეგროვება, ანალიზი და ტექნიკურ დოკუმენტაციად გარდაქმნა (BRD, FRD, User Stories & Acceptance Criteria) - არსებული (AS-IS) პროცესების ანალიზი, ოპტიმიზაცია და მომავალი (TO-BE) პროცესების დაპროექტება BPMN 2.0/UML - Agile/Scrum პროცესებში ჩართულობა, Product Backlog-ის Refinement შეხვედრების ფასილიტაცია და დეველოპმენტის გუნდისთვის მოთხოვნების განმარტება - API ინტეგრაციების ფუნქციური დოკუმენტაციის მომზადება და ტექნიკურ გუნდებთან კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - IT სფეროში ბიზნეს ან სისტემურ ანალიტიკოსად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება. - Agile/Scrum მეთოდოლოგიების სიღრმისეული ცოდნა და Jira / Confluence-თან მუშაობის გამოცდილება - პროცესების ვიზუალიზაციისა და მოდელირების სტანდარტების ცოდნა BPMN / UML - API ინტეგრაციების კონცეფციის ცოდნა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება - ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის შესადგენად
სასურველი კვალიფიკაცია (უპირატესობა): - ERP (განსაკუთრებით Odoo) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება - მონაცემთა ბაზებთან მუშაობისა და SQL მოთხოვნების (SQL Queries) წერის საბაზისო უნარი (PostgreSQL, MS SQL) - ფინანსურ ან საბანკო სექტორში პროექტებზე მუშაობის გამოცდილება - UI/UX პროტოტიპირების საბაზისო ინსტრუმენტების ცოდნა (Figma, Wireframe)
სამუშაო პირობები: - სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30 - გამოსაცდელი ვადა: 3თვე - ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: https://scapp.selfrecruit.ge/s/lpQY4
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.