9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

JN12VM5M გამოქვეყნდა 7 ოქტ 15 ნახვა

კონსულტანტი

ალკორიუმი, ვისკის სახლი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾950 / თვეში −24% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,251 ₾ · 207 განცხადება ბოლო ვადა: 8 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

პრემიუმ ალკოჰოლის მაღაზიათა ქსელი "ალკორიუმი" და "ვისკის სახლი" აცხადებს კონსულტანტის ვაკანსიას თბილისში.

გუნდში ვეძებთ აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს ალკოჰოლური სასმელების ექსპერტის პოზიციაზე.

"ალკორიუმი" არის ყველაზე დიდი ალკოჰოლური სასმელების მაღაზიათა ქსელი საქართველოში. ჩვენთან წარმოდგენილია არა მარტო ქართული, არამედ უამრავი საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური პროდუქცია.

თუ გაინტერესებს საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობა, გსურს შენი ენერგია ყველაზე გამორჩეულ და გემრიელ პროდუქციასთან მუშაობისას გამოიყენო, მაშინ გაგვიხარდება ჩვენს გუნდში შენი გამოჩენა!

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
  • პოზიციურ და ფინანსურ წინსვლის პერსპექტივას
  • საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ანაზღაურებად სტაჟირებას

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • პროდუქციის თაროებზე პოზიციონირება და მოწესრიგება;
  • არსებული აქციების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
  • პროდუქციის მიღება;
  • გაყიდვების გაუმჯობესებასა და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა.

მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • სასურველია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
  • სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და მოტივირებულობა;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები: ფიქსირებული ანაზღაურება 950 ₾ + მუდმივი სამოტივაციო + საბონუსე სისტემა (ანაზღაურება საშუალოდ თვეში 1300 ₾ +)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე და "საგანში" (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება -ალკოჰოლური სასმელების ექსპერტი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა