8,607 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

JP2CHVW9 გამოქვეყნდა 16 სექ 2 ნახვა

ფოლადის სახლი

ფოლადის სახლი

ხარატი

ფოლადის სახლი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ოქტ

"ფოლადის სახლი" 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარზე და ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენი საქმიანობა მოიცავს რკინის სამშენებლო მასალების ადგილობრივ წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას. კომპანია აერთიანებს 4 საწარმოს, ფილიალებს თბილისსა და ბათუმში და სასაწყობე ბაზას ვაზიანში. მრავალწლიანი გამოცდილება, და 5000-ზე მეტი მომხმარებლის ნდობა ჩვენი სტაბილური განვითარებისა და წარმატების საფუძველია.

კომპანია "ფოლადის სახლი" აცხადებს ვაკანსიას ხარატის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • CNC Lathe დანადგარზე დეტალების დამზადება ტექნიკური ნახაზის მიხედვით.
  • დანადგარის მომზადება სამუშაოსთვის — ინსტრუმენტების, დეტალისა და პარამეტრების დაყენება.
  • CNC პროგრამის გაშვება და საჭიროების შემთხვევაში პროგრამაში მცირე კორექტირებების შეტანა.
  • დამზადებული დეტალების ზომებისა და ხარისხის კონტროლი.
  • დანადგარის ყოველდღიური მოვლა და სამუშაო ადგილის უსაფრთხო მდგომარეობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ხარატად მუშაობის გამოცდილება, სასურველია CNC Lathe დანადგარებზე.
  • CNC პროგრამების, G-code-ის და M-code-ის საბაზისო ცოდნა.
  • ტექნიკური ნახაზების წაკითხვისა და ზომების სწორად გაგების უნარი.
  • საზომი ხელსაწყოების — მიკრომეტრი, შუბლერი და სხვა — გამოყენების ცოდნა.
  • პასუხისმგებლობა, სიზუსტე და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ვაკანსიის პირობები:

სამუშაო ადგილი: ლილო სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული ანაზღაურება: შეთანხმებით დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტირება, კვება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე და გთხოვთ, ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე.

ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "ფოლადის სახლი"-ის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება:

  • მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
  • მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
  • გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: ქ. თბილისი, ივანე იუმაშევის ჩიხი N14)

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ფოლადის სახლი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა