9117 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

JP6S4GAW გამოქვეყნდა 27 ოქტ 1 ნახვა

ხარჯთაღმრიცხველი

სასტუმრო Crowne Plaza Borjomi გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ნოე

სასტუმრო "ქრაუნ პლაზა ბორჯომი", რომელიც 2015 წლიდან არის ბაზარზე და არის ინტერკონტინეტალ სასტუმროების ჯგუფის წევრი (IHG) აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

ლოკაცია: ბორჯომი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყოველდღიურად მოახდინოს MC-ში საქონლის შეტანა და გააკონტროლოს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ატვირთული ზედნადებები ერთობლივად კრედიტორული დავალიანების ბუღალტერთან.
  • გაუწიოს კოორდინაცია და გააკონტროლოს საწყობის მუშაობა; შეამოწმოს საწყობის მდგომარეობა და მისი მუშაობა, განახორციელოს საწყობში არსებული დასახელებების დაუგეგმავი და მოულოდნელი დათვლა-აღწერა.
  • თვის ბოლოს ჩაატაროს საწყობის ინვენტარიზაცია.
  • ჩაატაროს საწყობის თვის ბოლოს დახურვის და საბუღალტრო სისტემასთან შედარების პროცედურები.
  • გამოთვალოს საკვების და სასმლის რეალური ღირებულება ყოველი თვის ბოლოს, მათ შორის მენეჯერის და გასართობი ღონისძიებების ჩეკები, განსაკუთრებული (VIP) სტუმრების ტუალეტის/პირადი მოხმარების აქსესუარები.
  • გამოთვალოს თანამშრომლების სასადილოს საკვებისა და სასმლის რეალური ღირებულება ყოველი თვის ბოლოს.
  • მატერიალური დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში გადაამისამართოს საკითხი ფინანსურ დირექტორთან.
  • ჩაატაროს სასმლის დაუგეგმავი/მოულოდნელი შემოწმებები კვებისა და სასმელების ობიექტებში და შეადაროს ლიტრაჟი მაიკროსის ქვითრებს, დიდი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში გადაამისამართოს საკითხი ფინანსურ დირექტორთან.
  • იყოს ყურადღებით და მუდმივად განაახლოს შესაბამის პოლისებთ დაკავშირებული ცოდნა.
  • იმოქმედოს «ქრაუნ პლაზა»-ს ეთიკის კოდექსის, შიდა საწარმოო პოლიტიკისა და სხვა შესაბამისი რეგულაციების შესაბამისად.
  • აიღოს პასუხისმგებლობა დასრულებული ინვოისების კრედიტორული დავალიანების ბუღალტრისთვის დროულად მიწოდებაზე.

საჭირო უნარები:

  • აუცილებელია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • უცხო ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • Materials და Micros პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია, სასტუმროში მუშაობის გამოცდილება.

გთავაზობთ:

  • სამუშაო გრაფიკი - კვირაში 40 საათი;
  • განთავსება;
  • კვება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მიუთითოთ subject-ში პოზიცია, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა