9,117 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

9ZAXPY8M Posted 27 Oct Views: 1

ხარისხის კონტროლიორი

აპტოსი external listing
Sign in and apply
Negotiable Apply by 28 Nov

Aptos ესთეტიკური მედიცინის და სილამაზის ინდუსტრიის წამყვანი ქართული კომპანიაა. Aptos-ის ისტორია 1996 წელს იწყება: პლასტიკურმა ქირურგმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი კბილანებიანი ძაფი, რამაც ჩაუყარა საფუძველი ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას, ძაფებით ლიფტინგს. სწორედ ქართულ კომპანიას ეკუთვნის პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია კოსმეტიკურ ძაფზე ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.

გარდა ამისა, Aptos გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტის საშუალებას აძლევს. ამჟამად პროდუქცია მსოფლიოს ექვსივე დასახლებულ კონტინენტზე, 90 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 2021 წლიდან კი Aptos-ის პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე Made in Georgia სამარკო ნიშნით გადის.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: https://aptos.global/

კომპანია "აპტოსი" ეძებს: ხარისხის კონტროლიორი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მიღებული ნედლეულის პირველადი კონტროლის პროცესში მონაწილეობის მიღება და პროგრამაში ასახვა;
  • შუალედური პროდუქტის კომპანიის სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლის, სტერილური პროდუქტის ვიზუალური კონტროლის პროცესში ჩართულობა;
  • საბოლოო მზა პროდუქტის კონტროლის პროცესში ჩართულობა;
  • ეტიკეტების შემოწმება, გამოყენების ინსტრუქციების და საბოლოო შესაფუთი მასალების, შიდა და გარე ეტიკეტების კონტროლის პროცესში ჩართულობა. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • სისუფთავისა და პერსონალის შემოსვლის მონიტორინგის პროცესში ჩართულობა;
  • წარმოების ბარათის მონიტორინგის პროცესში ჩართულობა.

აუცილებელი განათლება და გამოცდილება:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00;
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ორხევი, გ.ამილახვრის ქ.#15
  • ჩვენ გთავაზობთ:
  • კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს: ტრანსპორტირება, კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელ.ფოსტაზე და გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ხარისხის კონტროლიორი

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post