8893 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

JPGST754 გამოქვეყნდა 2 სექ 5 ნახვა

HR ასისტენტი / რეკრუტერის დამხმარე

დები ჯორჯია გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾800–1500 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია დები ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას HR ასისტენტის / რეკრუტერის დამხმარის პოზიციაზე, შტატის გაფართოებასთან დაკავშირებით.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ ადამიანს, რომელიც დაეხმარება HR მენეჯერს კანდიდატების მოძიებისა და შერჩევის პროცესში.

ძირითადი მოვალეობები: - პოტენციური კანდიდატების მოძიება; - ვაკანსიებზე კანდიდატების გამოხმაურებების დამუშავება; - კანდიდატებთან პირველადი კომუნიკაცია; - ვაკანსიისა და სამუშაო პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; - შესაბამისი კანდიდატების HR მენეჯერთან გადამისამართება; - კანდიდატებთან დაკავშირებული ინფორმაციის ორგანიზება; - HR მენეჯერის დახმარება რეკრუტინგის ყოველდღიურ პროცესში.

მოთხოვნები: - კარგი კომუნიკაციის უნარი; - პასუხისმგებლიანობა და ყურადღებიანობა; - ორგანიზებულობა; - კომპიუტერისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების უნარი; - სწავლისა და განვითარების სურვილი; - HR ან რეკრუტინგის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა გამოცდილება სავალდებულო არ არის.

ჩვენ გთავაზობთ: - სრულად დისტანციურ სამუშაოს; - სამუშაო გრაფიკს 5/2; - სრულ განაკვეთზე დასაქმებას; - ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსურ სისტემას; - საერთო ყოველთვიურ შემოსავალს 800–1500 აშშ დოლარის ფარგლებში, სამუშაო შედეგების მიხედვით; - სრულფასოვან სწავლებას და მხარდაჭერას სამუშაოს დაწყების ეტაპზე; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას HR და რეკრუტინგის მიმართულებით. - გამოცდილების არქონის შემთხვევაში, ჩვენ გასწავლით სამუშაო პროცესს ნულიდან.

თუ ხართ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი და მოტივირებული, გსურთ ახალი პროფესიის შესწავლა და განვითარება HR სფეროში, გამოგზავნეთ თქვენი CV და გახდით დები ჯორჯიას გუნდის წევრი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დები ჯორჯია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის