8194 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

JQGF6HCH გამოქვეყნდა 1 სექ 1 ნახვა

ლოგისტიკის სპეციალისტი

სანგი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "სანგი" (სამზარეულო ტექნიკის მაღაზია "FOODTECH") აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

განაკვეთი: სრული, 2 დღე დასვენება

მოვალეობები:

** მომწოდებლებთან ლოჯისტიკური პროცესის დაგეგმვა;

** შეკვეთის განთავსება და პროდუქციის ჩამოსვლის ვადის კონტროლი;

** მომწოდებლებისგან ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის წინასწარ გამოთხოვა და მოწოდებული დოკუმენტაციის სისწორის მონიტორინგი;

** სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების უზრუნველყოფა და კონტროლი;

** იმპორტის დოკუმენტაციის მომზადება განბაჟების პროცედურებისთვის და ტვირთის დეკლარირება;

** დაზიანებული, დეფექტიანი პროდუქტის გამოვლენა, პრობლემის აღმოსაფხვრა და ზიანის ანაზღაურებაზე მუშაობა სატრანსპორტო კომპანიასთან;

** განბაჟებისა და გადარიცხვების უზრუნველყოფა, ბუღალტერიასთან კოორდინაცია დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნისას.

** შესყიდვების მონიტორინგი,

** გადაზიდვების რეპორტის მომზადება

** უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება

** გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით

** MS Office

** ASYCUDA

** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა

** პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე:. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "ლოგისტიკა"

ანაზღაურება: 3000

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20.09.2026

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სანგი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა