8213 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

RMY8QZTH გამოქვეყნდა 1 სექ 0 ნახვა

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

ჰოუმსაიდ ბათუმი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი სხვა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების შრომის უსაფრთხოების კონტროლს და სტანდარტებთან შესაბამისობას

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და ნორმების დაცვის ყოველდღიური კონტროლი;

** სამუშაო გარემოში არსებული და შესაძლო საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება;

** შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კონტროლი;

** თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების ჩატარება;

** სამუშაო პროცესის მონიტორინგი და უსაფრთხოების წესების დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება;

** შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და განახლება;

** უბედური შემთხვევებისა და ინციდენტების აღრიცხვა, მოკვლევაში მონაწილეობა და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება;

** საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციების მომზადება;

** საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

აუცილებელი მოთხოვნა:

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოქმედი სერტიფიკატის ფლობა.

ასევე სასურველია:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;

** საქართველოს შრომის უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების ცოდნა;

** რისკების შეფასებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება;

** საოფისე პროგრამების ცოდნა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ყურადღება დეტალების მიმართ და ორგანიზებულობა;

** ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლებთან მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები

** სამუშაო ადგილი: ბათუმი

** სამუშაო გრაფიკი: სრული

** ანაზღაურება: შეთანხმებით

განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

ელ. ფოსტა:

საკონტაქტო ნომერი:

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: "შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი".

შენიშვნა: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოქმედი სერტიფიკატის არმქონე კანდიდატები აღნიშნულ ვაკანსიაზე არ განიხილებიან

გაცნობებთ, რომ კომპანია ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, პრეტენდენტის პერსონალურ ინფორმაციას დაამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 6 თვის განმავლობაში. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჰოუმსაიდ ბათუმი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა