8,630 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

JQTT4KGJ გამოქვეყნდა 16 სექ 4 ნახვა

eMoney

eMoney

QA ტესტერი

eMoney გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ოქტ

სს "იმანი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას QA ტესტერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო საათები: 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი, სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ვებ და მობილური აპლიკაციების ტესტირება;
  • ბიზნეს და ტექნიკური მოთხოვნებისა და მომხმარებლის სცენარების ანალიზი;
  • ტესტ-ქეისების, ჩექ-ლისთებისა და სატესტო დოკუმენტაციის შექმნა და განახლება;
  • ვებ და მობილური აპლიკაციების ფუნქციური, რეგრესიული და ინტეგრაციული ტესტირება;
  • UI-ის, ბიზნეს-ლოგიკის, საზღვრული პირობებისა და ნეგატიური სცენარების შემოწმება;
  • API-ების ტესტირება Postman-ისა და Swagger-ის გამოყენებით;
  • DevTools-ის გამოყენება ვებ-აპლიკაციის ქცევის ანალიზისა და პრობლემების იდენტიფიცირებისთვის;
  • დეფექტების იდენტიფიცირება, დეტალური აღწერა და თვალყურის დევნება JIRA-ს ან სხვა ბაგ-ტრეკინგ სისტემის გამოყენებით;
  • დეველოპერებთან, სისტემურ ანალიტიკოსებთან, დიზაინერებთან, Product Manager-ებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • Agile პროცესებში მონაწილეობა, მათ შორის Daily Stand-up, Planning, Demo და Retrospective შეხვედრებში;
  • ტესტ-ქეისებისა და QA დოკუმენტაციის მუდმივი განახლება პროდუქტის ცვლილებების შესაბამისად.

სავალდებულო უნარ-ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:

  • Manual Software Testing-ში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • მკაფიო, სტრუქტურირებული და დეტალური ტესტ-ქეისებისა და ჩექლისტების შექმნის უნარი;
  • Postman, Swagger და Browser DevTools-ის თავდაჯერებული გამოყენება;
  • JIRA-ს ან სხვა ბაგ-ტრეკინგ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Software Development Life Cycle (SDLC)-ისა და QA პროცესების გაგება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრობლემების გადაჭრის პროაქტიული მიდგომა;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა სავალდებულოა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:

  • Client-Server Architecture-ის გაგება;
  • API-ებისა და HTTP/REST-ის საბაზისო ცოდნა;
  • Git-თან ან სხვა Version Control System-თან მუშაობის გამოცდილება;
  • საგადახდო, FinTech ან სხვა ფინანსური პროდუქტების ტესტირების გამოცდილება;
  • კრიპტოვალუტებისა და Blockchain ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა.

აპლიკაციის მიღება:

ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე გთხოვთ, თქვენი ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
eMoney
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა