დამხმარე კონსულტანტი
შპს "სამი ძმა" 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 6 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://samidzma.ge
ვაცხადებთ ვაკანსიას დამხმარე კონსულტანტის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ?
ძირითადი პირობები:
- სამუშაო ადგილი: კედიას ქ.3, ხიზანიშვილის ქ.8;
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე;
- ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1200 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები (მზარდია);
- კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ანაზღაურებადი სტაჟირება;
რა დაგევალებათ?
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება მომწოდებლებისგან, ფილიალში შეტანა და დასაწყობება;
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შერჩევაში დახმარება ;
რას ველით თქვენგან?
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
- აუცილებელია 15-20 კგ-იანი პროდუქციის/ტომრის აწევის ფიზიკური უნარი;
როგორ მოხვდეთ ჩვენთან?
შერჩევის ვადა და ეტაპები:
რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 18 ნოემბრის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
- რეზიუმეების გადარჩევა;
- გასაუბრება ოფისში;
- ანაზღაურებადი სტაჟირება.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე, ან დარეკეთ! გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "დამხმარე კონსულტანტი".
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.