საბითუმო მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერი
"კაუკასუს აუტო", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს "კაუკასუს აუტო" საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.
მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.
"კაუკასუს აუტოში" ჩვენი მომხმარებლებზე ზრუნვისა და ოპერაციული გუნდი ბიზნესის წამყვანი ლოკომოტივია და სწორედ ამ მეგობრულ გუნდში საბითუმო მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერს ვეძებთ, რომელიც:
- განახორციელებს ახალი საბითუმო მომხმარებლების ონბორდინგს, მიაწვდის მათ საჭირო ინფორმაციას და ჩაუტარებს ტრენინგს;
- აწარმოებს ყოველდღიურ კომუნიკაციას საბითუმო მომხმარებლებთან და კლიენტებთან, მიაწვდის მათ ინვოისებსა და აუცილებელ დოკუმენტაციას;
- გააკონტროლებს შემოსულ მოთხოვნებს, გადახედავს ელფოსტას, შეტყობინებებსა თუ დავალებებს და სწრაფად გადაჭრის ნებისმიერ საკითხს;
- გააკონტროლებს საბითუმო მომხმარებლების მიერ ავტომობილების რეგისტრაციას და განახორციელებს ონბორდინგის შემდგომ მონიტორინგს (მეორე დღის ფოლოუ-აპი/მოკითხვა);
- განაახლებს გადაუხდელი ავტომობილების სტატუსებს სისტემაში და შეამოწმებს გადახდებს;
- გააკონტროლებს შიდა სისტემებში ავტომობილების სტატუსებს (დათვლილი ავტომობილებიდან პარკინგამდე) და შეუფერხებლად მართავს ყოველდღიურ ოპერაციებს.
თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ და თქვენ:
- ხართ ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი;
- ფლობთ ეფექტური კომუნიკაციისა და კლიენტებზე ზრუნვის უნარებს;
- აქვთ მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- მარტივად ეუფლებით შიდა პროგრამულ/ციფრულ სისტემებს და შეგიძლიათ ოპერაციული პროცესების მართვა;
- გამართულად მეტყველებთ და წერთ ქართულ ენაზე (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა - https://caucasusauto.selfrecruit.ge/s/F1gx7
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.