8824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

JS8WM2J3 გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

სკოლის ფიზიკური აღზრდა და სპორტის მასწავლებელი

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი განათლება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას სკოლის ფიზიკური აღზრდა და სპორტის მასწავლებლის 1 ვაკანტურ პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, შუამთის ქუჩა №21.

სამუშაო გრაფიკი: 18 სთ/კვირაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

** უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი განათლება და სასპორტო პროფესიული განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;

** უნდა ჰქონდეს შესაბამისი სასპორტო უმაღლესი განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;

** უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი;

** უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებლის სტატუსით.

კონკურსის ეტაპები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

** გასაუბრება;

** კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა მითითებულ ვადებში უნდა გააკეთონ განაცხადი https://teacherjobs.ge/ პლატფორმის მეშვეობით და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები/ინფორმაცია:

** პირადობის მოწმობა;

** რეზიუმე (გთხოვთ, შეავსოთ სამუშაო გამოცდილების გვერდი, ამასთან, სრულყოფილად შევსებული CV გამოგვიგზავნოთ სკოლის ელფოსტაზე:.

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

** დამატებით, სერტიფიკატი/სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ადასტურებს, რომ შესაბამის პირს აქვს მასწავლებლობის უფლება (მასწავლებლის, გამოცდის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი). აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება დოქტორის ხარისხის მქონე კანდიდატებზე;

** სამოტივაციო წერილი.

კანდიდატის შერჩევის წესი:

კანდიდატს აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორის ბრძანებით შექმნილი სპეციალური საკონკურსო კომისია.

მასწავლებელი არ შეიძლება იყოს:

** პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა;

** პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამორთმეული აქვს პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

** პირი, რომელიც ნასამართლევია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამორიცხვის მიზნით, მასწავლებლობის კანდიდატს, ვაკანტურ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში, მოეთხოვება შესაბამისი ცნობების წარმოდგენა.

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა გისურვებთ წარმატებებს.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში დავის დასრულებამდე. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ამგვარი დამუშავების შეწყვეტა.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის