ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
"ბლუტაბლა" არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართული დიზაინის სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. ჩვენი პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებგვერდს: https://bluetabla.ge/
ვეძებთ ტექნიკური და ანალიტიკური უნარების მქონე თანამშრომელს ციფრული რეკლამისა და ელექტრონული კომერციის არხების სამართავად.
ვაკანსია: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00, კვირაში 5 დღე სამუშაო ადგილი: წერეთლის გამზირი #140 — ყოფილი მაუდის ქარხანა.
მოვალეობები:
- Meta Ads-სა და Google Ads-ში რეკლამის გაშვება, მართვა და ოპტიმიზაცია;
- ციფრულ არხებში კონტენტის განთავსება;
- ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე პროდუქტების, ფასებისა და აქციების განახლება;
- შედეგების ანალიზი და ანგარიშების მომზადება.
მოთხოვნები:
- Meta და Google ads პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება
- ელექტრონული კომერციის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
- Excel-ის კარგი ცოდნა — ფორმულები, მონაცემების დამუშავება და კრებსითი ცხრილები (Pivot Table);
- ანალიტიკური აზროვნება, ტექნიკური საკითხების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი და დეტალებზე ყურადღება.
პირობები:
- კონკურენტული ანაზღაურება
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობა — მოცულობის ზრდასთან ერთად გუნდის ხელმძღვანელობა
- შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოგზავნოთ სათაურში მიუთითეთ: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.