ობიექტის თანამშრომელი
Chimney Melt (ჩიმნი მელთ) წარმოადგენს ტკბილეულისა და დესერტების ობიექტს/საცხობს, რომელიც სპეციალიზებულია ჩეხურ /უნგრული დესერტის — ტრდელნიკის (Chimney Cake) დამზადებაზე.
Chimney Melt ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ გუნდის წევრს / ობიექტის თანამშრომელს თბილისში მდებარე ფილიალში!
თუ გიყვარს ტკბილეულის სურნელი და ადამიანებთან ურთიერთობა, ეს პოზიცია სწორედ შენთვისაა.
რას გააკეთებ ჩვენთან? - სტუმრების თბილად დახვედრას, მენიუს გაცნობასა და შეკვეთების მიღებას; - ტრდელნიკების (Chimney Cake) გამოცხობასა და გაფორმებას; - საკურიერო შეკვეთების მომზადებას; - სამუშაო ზონაში სისუფთავის უზრუნველყოფას.
რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი? - ღიმილი, პოზიტივი და კომუნიკაბელურობა; - საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება; - გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი.
(გამოცდილება არ არის სავალდებულო — ყველაფერს ადგილზე შეგასწავლით!)
სამუშაო პირობები: გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი, ცვლებში (10:00 - 16:00 ან 16:00 - 22:00) ანაზღაურება: შეთანხმებით (გაცემა შესაძლებელია როგორც დღიურად, ისე თვიურად) ადგილმდებარეობა: თბილისი
დაინტერესდი?
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.